Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 
 
 
 
 

 

განათების არქიტექტურა

 

შესაძლოა იფიქროთ, რომ თანამედროვე განათების სისტემების სწორად მოძიება და შერჩევა დაუძლეველი ამოცანაა, მაგრამ „გალერეა რუმ დიზაინის“ შოურუმში წარმოდგენილი ორიგინალური, ექსკლუზიური სანათები, ჭაღები, ბრები, ტორშერები და მაგიდის სანათები დაგეხმარებათ ძიების პროცესი სასიამოვნო გახადოთ და თქვენი ინტერიერიც გამორჩეულად აქციოთ. განათება ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილი და უმთავრესი ელემენტია. სწორედ მას შეუძლია, სივრცე აქციოს კომფორტულად, ან პირიქით - სრულად დაუკარგოს ეფექტი ფერთა გამას, ავეჯსა და აქსესუარებს.

განათების არქიტექტურა სწორედ ერთერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია ნებისმიერი სივრცის სწორად მოსაწყობად, ემოციური აქცენტების გადასანაწილებლად.

არსებობს განთების ისეთი ძირითადი ტიპები როგორიცაა: დეკორატიული განთება, არქიტექტურული და გარე გამოყენების განათება.

ჩვენს შოურუმში წარმოდგენილი პროდუქცია - სხვადასხვა სტილის, ზომისა და დიზაინის განათების საშუალებები - მიზნად ისახავს შექმნას საუკეთესო და ესთეტიკურად სასიამოვნო გარემო ნებისმიერი ტიპის ინტერიერში. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალყურს იმ სიახლეებს, რომლებსაც გვთავაზობენ განათების მწარმოებელი ევროპელი გიგანტები. ჩვენ ვარჩევთ და გთავაზობთ პროდუქციას, რომელიც თქვენს სახლს, აგარაკსა თუ სამუშაო სივრცეს აქცევს იმ ადგილად, სადაც სასიამოვნო იქნება დროის გატარება და სადაც დაგეუფლებათ სიმშვიდის შეგრძნება. „გალერეა რუმ დიზაინის“ შოურუმში წარმოდგენილი დეკორატიული განათების ყველა ელემენტი ზუსტად ნაფიქრი, ფაქიზად დამუშავებული და უნიკალურია. ისინი თავის თავში აერთიანებენ დახვეწილ ფორმებსა და გემოვნებიან მიდგომას. აქვთ როგორც დეკორატიული, ისე ფუნქციონალური დატვირთვა.

 

 

ბოლო შესრულებული პროექტები

­
­
­
­
­
­
­

 

 

 

"გალერეა რუმ დიზაინი" ეს არის შემოქმედებითი სივრცე, სადაც არის პროფესიონალთა გუნდი და შედეგზე ორიენტირებული მომსახურება.
ჩვენ გიზიარებთ იმ გამოცდილებას, რომელსაც ჩვენი გუნდის წევრები იღებენ პარტნიორი ლიდერი ევროპული კომპანიებისგან.
ჩვენ ვართ  კვალიფიციური  გუნდი, რომელიც ცნობილია მოდერნისტული და ამბიციური  გადაწყვეტილებებით.

მომხმარებელთა აზრი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

მოგვწერეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები ჩვენთან მუშაობის შესახებ

--> //