Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

Blog & News

­
­
­

სიახლეები

 

 

 


 

ინტერიერის დიზაინის უახლესი ტენდენციები 

 

ინტერიერის დიზაინის უახლესი ტენდენციები 

 

2018 წლის ინტერიერის დიზაინის გაფორმების მთავრი ტენდენციები იყო მრავალი ფერის ერთად კომბინაცია  და სხვადასხვა სტილის, მათ შორის,  ვარდისფერი ოქროს  ტონები, ნაცრისფერი კერამოგრანიტის მარმარილოს ფილები  და კედლები;  თამამი  სტილის იატაკის საფარი საშუალებები  და აბსტრაქტული დეკორატიული ჭერის სანათები.

"გალერეა რუმ დიზიანის" პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერების  გამოცდილებიდან გამომდინარე,  რომლებიც ყოველწლიურად მონაწილეობენ მთავრი მოდური  ტენდენციების - ნიუ-იორკის, მილანის, პარიზის და ლონდონის მიმდინარე საერთაშორისო გამოფენებში და  სხვადასხვა კონგრესებში ინტერიერის დიზაინის სფეროში,  ხაზს უსვამენ მიმდინარე წლის შემდეგ აქტულარ საკითხებს:

2019 წლის ინტერიერის დიზაინში მოდაში ოჯახური სიმყუდროვე და კომფორტია. იმისათვის, რომ ფეხი აუწყოთ თანამედროვე მოდასა და ეზიაროთ სიმყუდროვესა და კომფორტს, უნდა იცოდეთ შემდეგი:


ავეჯი და კიდევ ერთხელ ავეჯი

კომფორტული გარემოს შექმნა ავეჯის გარეშე წარმოუდგენელია.

2019 წელს ძალიან აქტუალური იქნება ხელნაკეთი ავეჯი.  ეს ტენდენცია გათვალისწინებული იქნება როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე, ექსტრავაგანტულ სტილში.  მშვიდი ფერები და ორიგინალური და მხატვრული სტილის დეკორატიული სანათები. 

 

ინტერიერის დიზაინის უახლესი ტენდენციები 

 

ტექსტილი

მომავალ წელს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ტექსტილის წელი ინტერიერში. ტექსტილი ხომ სიმყუდროვის მთავრი ატრიბუტია. ამიტომაც "გალერეა რუმ დიზიანის" დიზაინერებიც მის ძალიან ფართო არჩევანს გვთავაზობენ. წელს მოდაში იქნება ნატურალური ხავერდის, ტილოს  და გობელინის,  აბრეშუმის ფარდები და სხვადასხვა აქსესუარები. გირჩევთ 2019 წელს აუცილებლად შეიტანოთ თქვენს ინტერიერში ახალი დეკორატიული ბალიშები და საწოლის გადასაფარებლები , ხელსახოცები ტრაპეზისთვის. ეს თქვენს გარემოს კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს შესძენს. 

შპლერი

დახვეწილი აბრეშუმის და გობელინის შპალერი, ნატურალური მასალსგან დამზადებული დეკორატიული შპალერის პანელები და დიგიტალური პრინტები, რომლებიც განსაკუთრებულ ქარიზმატულობს და უცხო განწყობას შემოიტანენ თქვენ გარემოში. ასევე აქტუალური იქნება ნახევრად ძვირფასი ქვები, მაგალითად ,სვაროვსკის თვლები. 

განსაკუთრებით აღსანშნავია ხელნაკეთი აქსესაურები, რომლებიც სპეც. შეკვეთით მზადდება "გალერეა რუმ დიზიანის" დიზაინერების მიერ ჩვენ პარტნიორ ევროპელ კომპანიებთან ერთად. 

ასევე აქტუალურია მუქი და ღია ნაცრიფერი  მარმარილოს ფაქტურის კერამოგრანიტის ფილები და დეკორატიული მოსაპირკეთებელი ბუნებრივი ქვებით, ფერადი შუშებით და მეტალით დამზადებული მოზაიკური ფილები,  რომლებიც უფროდაუფრო ტენდეციური გახდება მომავალ წლებში.

აი, ეს ტენდენციები არის ძირითადი და წამყვანი ინტერიერის დიზაინში 2019 წელს. ლამაზი და თბილი სახლი ჩვენს ცხოვრებას ხომ უფრო ალამაზებს და ახალისებს. ხოდა "გალერეა რუმ დიზინაი" გისურვებთ ლამაზ, თბილ და ბედნიერ წელს მოდურ სახლში ჩვენ დიზაინერებთან ერთად ! 

 

ინტერიერის დიზაინის უახლესი ტენდენციები 

 

 

--> //