Blog & News
სიახლეები
იტალიური კერამიკული ფილების ბრენდი COTTOD’ESTE უკვე ჩვენს შოურუმში
მოსაპირკეთებელი მასალების ინდუსტრიაში წამყვანი იტალიური მწარმოებლის COTTOD’ESTE -ს კერამიკული
ფილები, რომლებიც წარმოდგენილია „გალერეა რუმ დიზაინის“ შოურუმში, აერთიანებს სილამაზეს, ესთეტიკას,
დახვეწილობას, ელეგანტურობას და ხარისხს. თხელი და მეგა ფორმატის კერლიტის ფილები, ზომით 1 მეტრი 3
მეტრზე, აოცებს ნებისმიერ მომხარებელს და დამზადებულია უმაღლესი ხარისხის მასალისგან. კერლიტის ფილები
დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს წამყვან ინტერიერის დიზაინერებში. COTTOD’ESTE -ს კერამიკული
და კერამგრანიტის ფილები ულამაზესი და დახვეწილი დიზაინით არის შექმნილი და გამოიყენება, როგორც ინტერიერის
დეკორაციისთვის, ასევე ფასადის მოსაპირკეთებლად.
ინოვაციური ტექნოლოგიებით დამუშავებული, ეკოლოგიურად სუფთა, მხოლოდ მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის
შესაბამისი კერამიკული ფილები ხელმისაწვდომია 3,5 მილიმეტრის სისქიდან. აღნიშნული ულტრა თხელი სისქის ფილები
გამოირჩევა საოცარი ვიზუალით და მდგრადობით, მარტივად იჭრება და მონტაჟდება.
კერლიტის ფილები ასევე ხელმისაწვდომია Plus ვერსიაში, რომლებიც შეიძლება პირდაპირ დამონტაჟდეს ძველი მარმარილოს,
ხის ან კერამიკული იატაკის ფილებზე მათი დემონტაჟის გარეშე. უპირატესობა არის არა მხოლოდ დროის, არამედ თანხების
დაზოგვაც, რადგან Kerlite Plus მონტაჟის დროს თავიდან აირიდებთ მტვერს, ხმაურს და წინა იატაკის ან კედლის საფარის
ნამსხვრევებს. ეს მოსაპირკეთებელი მასალის ის უპირატესობებია, რომლებიც დღეს ნამდვილად გასათვალისწინებელი და
ფასდაუდებელია.
კერლიტის უსაზღვრო შესაძლებლობებით ნათლად ჩანს, რომ არ არსებობს შეზღუდვები ამ მასალის გამოყენებაზე, რასაც
ადასტურებენ მომხმარებლები და ინტერიერის დიზაინერები, რომლებმაც კერლიტის ფილები შეარჩიეს მისაღები ოთახის,
საძინებლების, სველი წერტილების იატაკის და კედლების თუ ფასადის მოსაპირკეთებლად.
COTTOD’ESTE -ს კოლექციებში წარმოდგენილია კედლის და იატაკის მოსაპირკეთებელი მასალები სხვადასხვა ფაქტურებით,
როგორიცაა მარმარილო, ქვა, ხე და სხვა სადა თუ დეკორატიული ფილები, ულამაზესი ვიზუალით, რომლებიც
უნიკალურ და მდიდრულ ატმოსფეროს ქმნიან დიზაინში.
იტალიაში COTTOD’ESTE ითვლება კერამიკული ფილების ელიტარულ ბრენდად. Panariagroup-ის ჯგუფის წევრი
კომპანია უკვე 30 წელზე მეტია აწარმოებს პრემიუმ კლასის, უმაღლესი ხარისხის მოსაპირკეთებელ მასალებს ელეგანტური
და დახვეწილი სტილის მოყვარულთათვის, რომლის შეძენა შესაძლებელია „გალერეა რუმ დიზაინის“ შოურუმში შეკვეთით.