Blog & News
სიახლეები
21 ოქტომბერს, „გალერეა რუმ დიზაინი“-ს შოურუმმა, საქართველოს უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტებს უმასპინძლა.
ვიზიტის მიზანი, საქართველოში ცნობილი არქიტექტორ-დიზაინერის, მაია წერეთლის ლექცია გახლდათ.
ლექციის თემა საქართველოს ბაზარზე წამყვანი მულტიბრენდული შოურუმის „გალერეა რუმ დიზაინი“-ს ინტერიერის
მოსაწყობ და მოსაპირკეთებელ მასალებს ეხებოდა. ქალბატონმა მაიამ სტუდენტებს გააცნო შოურუმში წარმოდგენილი
შპალერის, საფარდე ქსოვილების, კერამიკული ფილების კატალოგები და კოლექციების უპირატესობები, ასევე,
ინტერიერის დიზაინში თითოეული პროდუქციის გამოყენების უნიკალური შესალებლობები.
აღსანიშნავია, რომ განათლება „გალერეა რუმ დიზაინი“-ს სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული
მიმართულებაა. სწორედ, ამგვარი ღონისძიებებით ახდენს კომპანია არქიტექტურის და ინტერიერის დიზაინის სფეროში
მოღვაწე სტუდენტების განათლების და განვითარების ხელშეწყობას.