Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

Blog & News

­
­
­

სიახლეები

 

 

 


 

2019 წლის რჩევები „გალერეა რუმ დიზაინის“ პროფესიონალი დიზაინერებისგან

 

2019 რჩევები გალერეა რუმ დიზანის პროფესიონალი დიზაინერებისგან
 

„გალერეა რუმ დიზაინის“ პროფესიონალი არქიტექტორებისა და ინტერიერის დიზაინერების გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ არ ჩამორჩნენ მსოფლიო ინტერიერის მოწყობის მოდის ტენდენციებს, ვცდილობთ განვსაზღვროთ, თუ რა მიმართულებით შეიძლება შემოგთავაზოთ, რომ წარმართოთ უახლოეს თვეებში და 2019-2020 წლის განმავლობაში თქვენი სასურველი და საოცნებო ბინის დიზაინი ინტერიერის გაფორმების კუთხით.

აი, რა ბოლო ტრენდები გახდა ინტერიერის დიზიანის შექმნის შთაგონების წყარო, რომლებსაც კომპანიის მთავრი დიზაინერები გვიზიარებენ თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ინტერიერის დიზაინის სტილის შესაქმნელად:

მიუხედავად იმისა, რომ  2018 წლის ინტერიერის მოწყობის ტრენდები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან პროფესიონალიზმის მიხედვით, ჩვენ გთავაზობთ  ხუთ საუკეთესო  დიზაინერულ მიმართულებას  და ბოლო ტენდენციებს, რომლებიც პოპულარული იქნება ამ წლისთვის.

კონტრასტები. ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ ნეიტრალური ტონებით შექმნილ საინტერესო კონტრასტებს;  ღია ნაცრისფერი და შავი, თეთრი და ანტრაციტის ფერთა გამა.  ექსპერტების უმრავლესობა კი ასევე გვირჩევს არ შევუშინდეთ მისაღებისა და სასადილო ოთახის კედლებზე მუქი და ხალისიანი ფერების გამოყენებას, რომლებიც ჰარმონიულად  დაბალანსდება ავეჯში გამოყენებული მკვეთრი, შედარებით ნეიტრალური ტონებით.

ფაქტურული გადათამაშება. კიდევ ერთი თამამი ტენდენცია, რომელიც გამოიყენება ინტერიერის მოწყობისას, არის სხვადასხვა სტილის და ფაქტურებით თამაში. მაგალითად, შესაძლებელია მკაცრი გეომეტრიული სტილის ტექსტილი შევახამოთ ვინტაჟური ტიპის ფოტოსურათთან, ხის ტექსტურის იატაკი კი ცემენტის კედელთან და რბილ კლასიკურ ავეჯთან; აბაზანაში კი მარმარილოს ეფექტის  კერამიკული ფილები - ხის დეკორატიულ ავეჯთან და ა.შ.

2019 წელს წამყვან ტონალობად კვლავ ითვლება ნაცრისფერი გამები და აბსტრაქტული დიგიტალური კედლის საფარი პანოები, რომელთა დიდ არჩევანსაც "გალერეა რუმ დიზაინის" შოურუმში არსებულ სხვადასხვა კოლექციებში შეხვდებით. კოლექციები სპეციალური შეკვეთით, ინდივიდუალური ზომების მიხედვით იტალიაში მზადდება.

 

2019 რჩევები გალერეა რუმ დიზანის პროფესიონალი დიზაინერებისგან

 

ნატურალური  მარმარილოს ეფექტის კერამოგრანიტის ფილები  -   ხშირად ყველაზე მეტ სირთულეს წარმოადგენას აბაზანის დიზაინის და ფერების მონახაზის გაკეთება, რომელიც საკმოად დიდ ფინანსებს უკავშირდება და ძნელია მისი ხელახლა შეცვლა არასასურველ ეფექტის მიღების შემთხვევაში.  ბოლო მიმდინარე ტენდენციებიდან გამომდინარე, აქაც აქტუალურია უშუალო და სადა ფერებით კედელების გაფორმება, რაც საშუალებას მოგვცემს ინტერიერში შევიტანოთ უფრო მკვეთრი კონცეპტუალური ავეჯის სტილი და  დიზაინერული განათების ელემენტები, რომელიც არ დაკარგავს ეფექტს და იქნება მოხდენილი.

 

2019 რჩევები გალერეა რუმ დიზანის პროფესიონალი დიზაინერებისგან

--> //
Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0

Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/home/roomdesi/tmp) in Unknown on line 0