Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

Blog & News

­
­
­

სიახლეები

 

 

 


 

 

2019 წლის ზაფხულის ინტერიერის ტრენდები

 

2019 წლის ზაფხულის ინტერიერის დიზაინის ტრენდებმა მიმართულება 1970-იანი წლებიდან აიღეს. წლევანდელ ზაფხულში პოპულარულია მაქსიმალურად ბუნებრივი ფერები, გეომეტრიული პრინტი და ნატურალური მასალები. აქტუალურია ოთახის მცენარეები, ტრენდული ხდება მათი განთავსება მაკრამეში. 

დიზაინერები გვირჩევენ არ გადავტვირთოთ სივრცე და აქცენტი მხოლოდ ერთ ფერზე გავაკეთოთ. 

სხვადასხვა ტექსტურების, გადასაფარებლების და ბალიშების ერთმანეთში აღრევა სიმყუდროვის განცდას ქმნის. ტექსტილის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ბამბის ქსოვილების გამოყენებას, რომელსაც ხელნაკეთი ლუქი აქვს. 

იმისთვის, რომ მინიმალური ლუქი უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ, ამ სეზონზე პოპულარული ხდება ორნამენტის გამოყენება. შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა სტილის ორნამენტების კომბინაცია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, დავიცვათ ერთი ტონალობის ფერთა გამა. არ არის რეკომენდირებული მკვეთრი ფერის ორნამენტების გამოყენება, სჯობს არჩევანი მქრქალ ფერზე შევაჩეროთ

 

2019 წლის ზაფხულის ინტერიერის ტრენდები

 

თვეების განმავლობაში პოპულარული იყო მდოგვისფერი ტონების შემოტანა მეტი პიკანტურობისთვის. თუმცა, წლევანდელ სეზონზე თამამად შეგიძლიათ ეს ფერი უფრო ჭარბად გამოიყენოთ და ოთახში განათავსოთ, მაგალითად, მდოგვისფერი ნოხი. ზოგადად, მდოგვისფერი ტონის გამოყენება ინტერიერის დიზაინში ძალიან ხელსაყრელია, რადგან მშვენივრად ერწყმის ვარდისფერს, ლურჯ-მწვანე ტონებსა და ოდნავ მწვანე ელფერის მქონე თეთრ ფერს. 

ორგანული კერამიკა შეუმჩნეველი დეკორითა და არტიზანული ელემენტებით ამ ზაფხულის პოპულარული ტრენდი იქნება. შეიძინეთ გრავირებული გრაფინები და ლარნაკები და მოათავსეთ მათში აყვავებული რტოები ან ხელოვნური ღეროები. ფერები კერამიკის შემთხვევაშიც ნატურალურია, შეგვიძლია დავამატოთ ბაცი ვარდისფერი და მკვეთრი შავი.

ჩამოკიდეთ სანათები სხვადასხვა დონეზე მეტი საინტერესოობისთვისა და ზომების აღრევისთვის.  შეზღუდეთ ფერთა პალიტრა და ნება მიეცით ფორმებს ისაუბრონ.

 

2019 წლის ზაფხულის ინტერიერის ტრენდები

ვის არ უყვარს ექსტრაორდინალური ფორმის სკამი? ეს ნიჟარისებური ფორმის სკამი თვალისთვის სასიამოვნო, სხეულისთვის კი კომფორტულია. ასეთ ნიჟარისებურ ფორმებს სხვაგანაც შეხვდებით - საწოლის თავები, სააბაზანოს ნიჟარები და ფილები. ეს არტ დეკოს ერას ეხმაურება, როდესაც ნიჟარისებური ფორმები დატანილი იყო ფლაპერების კაბებზე, სარკეებზე და დეკორატიულ აქსესუარებზე, რომელთა ფართო არჩევანსაც "გალერეა რუმ დიზაინი" წარმოგიდგენთ. ფერები ერთგვაროვანია, ამიტომ გამოიყენეთ პრინტი და ორნამენტები დეკორატიული ლუქისთვის. 

 

--> //