Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

Blog & News

­
­
­

სიახლეები

 

 

 


 

გლამურის ელემენტები ინტერიერში

გლამური - სტილი, რომელიც ბრწყინავს და ანათებს. თუ თქვენ ასეთი პიროვნება ხართ, მაშ რატომ არ უნდა იყოს თქვენი ბინა ასეთივე?აქ მთავარი ოქროს შუალედის დაჭერაა. თუ ზედმეტი მოგივათ, გლამურული კი არა ვულგარული გამოჩნდებით.გლამურული სტილის შექმნა უნდა დაიწყოთ იმ ფერის ან დეკორის არჩევით, რომელიც გესაუბრებათ და დანარჩენი დიზაინი მის გარშემო შექმნათ.

 

გლამურის ელემენტები ინტერიერში

არტ-დეკო მშვენივრად ართმევს თავს გლამურული სტილის შექმნას.

რომელი ლუქიც არ უნდა შთაგაგონებდეთ, გახსოვდეთ 60-30-10 წესი (როდესაც სამფეროვან პალიტრას იყენებთ, გააფორმეთ ოთახის 60% დომინანტური ფერით, 30% - მეორეადი ფერით, 10% კი დარჩენილი ფერით). ჩვეულებრივ, გირჩევთ, რომ დომინანტურად ნატურალური ფერის ჩრდილები გამოიყენოთ, მაგრამ სცადეთ ექსპერიმენტებიც. თუმცა, თუ ოთახის 60% კაშკაშა ფერით გააფორმებთ, დაუმატეთ ნეიტრალური ტონებიც, შექმენით სივრცე თვალების დასასვენებლად.

 

გლამურის ელემენტები ინტერიერში

გლამურული სტილის აბაზანა.

ითამაშეთ ფორმებით.

ფორმა მშვენიერი გზაა, რომ ინტერიერში თქვენი ინდივიდუალიზმი გამოავლინოთ. იმის ნაცვლად, რომ ინტერიერი მოაწყოთ ავეჯით, რომელიც ყველას აქვს, მიანიჭეთ მათ მეტი ხასიათი. ვიზუალური ინტერესის გასაღვიძებლად აირჩიეთ მრავალკუთხოვანი ავეჯი. გამოიყენეთ საინტერესო ფორმების მქონე განათებები და სხვა აქსესუარები. ამ პროცესში დაუძლეველი სურვილი გიჩნდებათ, რომ ითამშოთ განსხვავებული ფორმებით, მაგრამ კვლავაც, გირჩევთ, რომ აიღოთ 2-3 ძირითადი ფორმა და გაიმეოროთ ისინი სხვადასხვა დეკორაციაში, ეს სივრცის ერთიანობის შეგრძნებას შეგიქმნით.

 

გლამურის ელემენტები ინტერიერში

სხვადასხვა ფორმებით თამაში.

გლამურული სტილის შექმნაში განათება უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ყურადღება მიაქციეთ, რომ მას თქვენს დიზაინში დიდი ადგილი ეჭიროს. რაც შეეხება მის გამოყენებას, არსებობს რამდენიმე ტექტიკა. პირველია, შევქმნათ განათება ყველა მანათობელი ელემენტის საშუალებით. გამოიყენეთ მეტალის, მინი ნაკეთობები ვიზუალური ეფექტისთვის. თუ ამ გზას მიყვებით, გირჩევდით, რომ განათება თქვენი საყრდენი წერტილი გაგეხადათ. იფიქრეთ, ჭაღის ჩამოკიდებაზე ოფიციალური სტილის მაგიდის ან საწოლის მაღლა.

 

გლამურის ელემენტები ინტერიერში

განსაკუთრებული დატვირთვა გლამურული სტილის შექმნაში აქსესუარებზე მოდის.

მეტალის ნაკეთობები დღეს განსაკუთრებით პოპულაურლია და ამასთან ის ელემენტია, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შექმნათ მეტი განათება თქვენს დიზაინში. შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის მეტალი გამოიყენოთ, რომელიც თქვენს ესთეტიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თუმცა ყურადღება მიაქციეთ, რომ მისი ზედაპირი პრიალებდეს, რაც მაქსიმალურ ნათებას მოგცემთ.

ზომიერება ის გასაღებია, რომელიც თქვენი დიზაინის წარმატებას უზრუნველყოფს. მართალია, შთამბეჭდავი ნაკეთობების გამოყენება აუცილებელია, მაგრამ მათი გადაჭარბებით გამოყენება საწინააღმდეგო შედეგს იწვევს. ძალიან ძნელია რამეზე ფოკუსირება მოახდინო, როდესაც ამდენი ელემენტი იპყრობს ყურადღებას.

დაიცვა ზომიერება, რათა შექმნა სივრცის ერთიანობის შეგრძნება, განსაკუთრებით შთამბეჭდავ შედეგს იძლევა. თუ არჩევანს შეაჩერებთ მთლიანად ერთ ფერში გადაწყვეტილ დეკორზე, გაითვალისწინეთ, რომ გამოიყენოთ ნატურალური ტონებიც. თუ თქვენი ავეჯი მკვეთრად ერთ ფერშია გადაწყვეტილი, ყურადღება მიაქციეთ, რომ სწორი ხაზები გასდევდეს. თუ იპოვით ნაკეთობას, რომელიც თქვენი ოთახისთვის იდეალური განაცხადია, გააკეთეთ მასზე აქცენტი დანარჩენი სივრცის ოდნავ დაჩრდილვით. 

 

გლამურის ელემენტები ინტერიერში

განათების და მეტალის ნაკეთობების როლი გლამურის შექმნაში.

საბოლოოდ, თქვენ იპოვით ზომიერების გრძნობას, რომელიც თქვენს სტილთან თანხვედრაში იქნება.  მანამდე კი გირჩევთ, მიენდოთ თქვენს ინსტინქტებს. ოთახის მოწყობის პროცესში ხშირად დაიხიეთ უკან და ეცადეთ სივრცე მთლიანობაში აღიქვათ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ გაგრძნობინებთ ეს სივრცე თავს. თუ უკმარისობის გრძნობა გაწუხებთ ან პირიქით, ნუ შეგეშინდებათ იქამდე ცვალოთ დიზაინი, სანამ იმას არ მიიღებთ, რაც გინდოდათ. 

გლამურული დეკორატიული ნივთების პოვნა არ არის ძნელი, მაგრამ მათი ერთმანეთისთვის შეხამება ცოტა მეტ ძალისხმევას მოითხოვს. ერთის მხრივ, გსურთ ჩართოთ ინტერიერში მეტი ბრწყინვალება, რომ საშუალება მისცეთ თქვენს პიროვნულობას გამოანათოს; მაგრამ, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია დაიცვათ თქვენი დიზაინი გადაჭარბებისგან.

 

--> //
Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0

Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/home/roomdesi/tmp) in Unknown on line 0