Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

Blog & News

­
­
­

სიახლეები

 

 

 


 

აქსესუარების როლი ოთახის ინტერიერში

ინტერიერის დიზაინის აქსესუარები დეკორატიული ან ფუნქციური ნივთებია, რომლებიც დამამთავრებელ აკორდს წარმოადგენს დიზაინში. ოთახის გაფორმება აქსესუარებით ნიშნავს, რომ სწორი ნივთი უნდა შეირჩეს და განთავსდეს სწორ ადგილას, იმგვარად, რომ ეს ნივთი გახდეს ამოსავალი წერტილი და გააუმჯობესოს ოთახის სტილი. 

ყოველი სახლის ინტერიერის აქვს თავისი უნიკალური არქიტექტურული სტილი, რომელიც დაკავშირებულია მის ფორმასთან და ფუნქციასთან. ინტერიერის დიზაინერები ამ სტილის კრეატიულ გადაწყვეტას პოულობენ ისე, რომ შეათავსონ ფორმა ფუნქციონალურობასთან. 

სახლის გაფორმება დეკორაციებით შეიძლება ითავოს კვალიფიციურმა პროფესიონალმა, ან მოყვარულმა, რომელსაც პრაქტიკული გამოცდილება აკლია ამ ინდუსტრიაში. 

მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ინტერიერის დიზაინის აქსესუარები შეირჩეს დიდი სიფრთხილით ან დაკვეთით, რათა სრულყოფილად მოერგონ ოთახის ლუქს და მასშტაბებს. გარკვეული სახის ცოდნა და უნარები აუცილებელია სწორი არჩევანის გასაკეთებლად, რომ კარგად შეირჩეს აქსესუარები და სათანადოდ განთავსდეს ოთახის სივრცეში.


რა მიზანი აქვს აქსესუარების არჩევას? 
ინტერიერის დიზაინის აქსესუარები ქმნის პირველ შთაბეჭდილებას ინდივიდებსა და ზოგადად, იმ ოჯახზე, რომელსაც ეკუთვნის სივრცე. 

ინტერიერის დიზაინის საბოლოო მიზანია შექმნას თვალისთვის სასიამოვნო და საცხოვრებლად კომფორტული სივრცე. სათანადო დეკორატიული აქსესუარების შერჩევით თქვენ შეძლებთ სწორი შთაბეჭდილება შეუქმნათ თქვენს სტუმრებს, როგორც თქვენს ინდივიდზე, ასევე ცხოვრების სტილზე.

აქსესუარების როლი ოთახის ინტერიერში

 

აქსესუარების ტიპები

სახლის ყველა აქსესუარს საერთო დამახაისათებელი ნიშნები აქვს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მას-პროდუქტია,ხოლო სხვები შეკვეთით მზადდება. ყოველი ნივთი, რომელიც ხელნაკეთია და ნამდვილად ორიგინალი, მეტ პრესტიჟს შემატებს თქვენს ინტერიერს, ვიდრე მასობრივი წარმოების პროდუქტი. 

თუმცა მასობრივი წარმოების პროდუქტის გამოყენებაც შეიძლება, თუ დიდი სიფრთხილით ავარჩევთ ნივთებს, მაგრამ ინტერიერის აქსესუარები - შექმნილი დამოუკიდებელი დიზაინერების მიერ - უფრო მეტად შთამბეჭდავად გამოიყურება. ნებისმიერი რამ, დაწყებული მცენარის ქოთნიდან დამთავრებული სასანთლით, გაცილებით დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს, თუ უნიკალური ან შეზღუდული წარმოების იქნება. 

აქსესუარების როლი ოთახის ინტერიერში

ინტერიერის დიზაინის აქსესუარები ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს სახლის მთლიან სტილს, უნდა ჯდებოდეს მასში და კიდევ უფრო აძლიერებდეს მას, იქნება ეს თანამედროვე თუ ტრადიციული სტილი. 

აქსესუარების შერჩევისას უამრავი ადამიანი უშვებს შეცდომას, როდესაც არ უფიქრდება თუ როგორ ჩაჯდება ესა თუ ის ნივთი ოთახის მთლიან სტილში. გირჩევთ, აარჩიოთ ნივთები, რომლებიც პასუხობს თქვენს გემოვნებას და შეესაბამება თქვენს ინდივიდუალურ სტილს და პერსონას. 

აქსესუარები შეიძლება განვათავსოთ ერთად ან ცალ-ცალკე. ზოგადად, მათი განთავსებისთვის იდეალურია თარო, ფანჯრის რაფა, ავეჯის ზედაპირი ან სულაც იატაკი. 

პედესტალზე მდგომი აქსესუარი ყოველთვის ცალკე თავსდება, ხოლო შედარებით მცირე ზომის აქსესუარები ჯგუფად. ჯგუფში განთავსებულ ნივთებს საერთო მახასიათებლები უნდა ქონდეთ. თუ ასეთი მახასიათებლები არ აქვთ, ფერით ან ორნამენტებით მაინც უნდა შეესაბამებოდნენ ერთმანეთს. 

ასიმეტრიულად განლაგებული აქსესუარები რეალქსაციის განცდას ქმნის და იდეალურია სახლის გარემოსთვის, განსხვავებით სიმეტრიულად განლაგებული აქსესუარებისგან, რომლებიც დიდად ეფექტური არაა სახლის გაფორმებისთვის. აქსესუარების ჯგუფი ვიზუალურად უფრო საინტერესოა, როდესაც სხვადასხვა ზომის და სიმაღლის ნივთებს აერთიანებს. 

აქსესუარების როლი ოთახის ინტერიერში

აქსესუარების არჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ფერებს. მათი არჩევა შეიძლება ისე, რომ ოთახის ფერს შეეხამოს ან პირიქით, მისგან გამოირჩეს. მაგალითად, მონოქრომატულ ინტერიერში ყოველი ნივთი ერთ ტონალობაში უნდა იყოს, ან ძირითადი ფონის ფერის მსგავსი. კონტრასტული ფერის აქსესუარები აქ ყურადღებას მიიქცევს, როგორც მთავარი ელემენტი. 

სხვადასხვა ტექსტურების ერთად განთავსებამ შეიძლება საინტერესო ეფექტი მოგვცეს. აბრეშუმის და ტილოს ტექსტურები ერთად, შუშა და თიხა ყოველთვის საინტერესოდ მუშაობს. 

გაითვალისწინეთ ოთახის ზომა და მასშტაბი, როდესაც აქსესუარების განთავსებაზე მიდგება საქმე. ოთახში, სადაც სივრცე დიდია, ზოგიერთი აქსესუარი შეიძლება საერთოდ შეუმჩნეველი დარჩეს, ხოლო პატარა ოთახში მთელი სივრცე დაიკავოს დიდი ზომის დეკორაციებმა. 

იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ სივრცის გადატვირთვა, კარგი იქნება, თუ ჯერ დიდი ზომის აქსესუარს განვათავსებდით და ასე მოვყვებოდით მცირე ზომებისკენ. თითოეული ნივთის დამატების შემდეგ, დაიხიეთ უკან და სივრცე მთლიანობაში აღიქვით. 

ყოველ ადამიანშია რაღაც უნარი შექმნას ინტერიერის დიზანი, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც პროფესიონალის დახმარება ხდება საჭირო. ეს ის მომენტია, როდესაც ხვდებით, რომ კვალიფიკაცია აღარ გყოფნით ან სულაც ამის დრო და ენერგია არ გაქვთ, ასეთ შემთხვევაში ჩვენი დიზაინერების გუნდი სიამოვნებით დაგეხმარებათ და იზრუნებს შეგიქმნათ თქვენთვის ჰარმონიული გარემო. 

--> //