Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

Blog & News

­
­
­

სიახლეები

 

 

 


 

2019 წლის შემოდგომის ტრენდები ინტერიერის დიზაინში

თანამედროვე ნატურალური ტონები
თუ ლამაზი ლუქის მიღება გსურთ აქცენტით ბუნების ელემენტებზე, ეს იდეალური დიზაინია შემოდგომისთვის. აქ წარმოდგენილია ავეჯი ბუნებრივი ხის ეფექტის ზედაპირით.

2019 წლის შემოდგომის ტრენდები ინტერიერის დიზაინში

 

ასეთ ინტერიერის დიზაინში შეგიძლიათ თამამად შეიტანოთ თბილი ნაცრისფერი ფერის ელემენტები, ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული ნოხები და ამგვარად, ნებისმიერ ოთახს სრულყოფილი, დასრულებული ელფერი შესძინოთ. 

 

კლასიკური ოქროსფერი
ოქროსფერი კლასიკაა, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის. აქციეთ ოქროსფერი თქვენი ოთახის ამოსავალ წერტილად ამ შემოდგომას. დააფინეთ ლამაზი, ოქროსფერი ხალიჩა და შეუხამეთ მას შუა-საუკუნის მოდერნული ავეჯი. შედეგად მიიღებთ უახლესი ტრენდების შესაბამის დიზაინს. 

2019 წლის შემოდგომის ტრენდები ინტერიერის დიზაინში


სტილური ვარდისფერი
ტრადიციული ვარდისფერი იდეალური კონტრასტია იმ პოპულარული რუსტიკული ლუქების, რომელთაც, ჩვეულებრივ ვხედავთ შემოდგომისა და ზამთრის განმავლობაში. ეს ფერი არ ღლის თვალს, სტილურია და ძალიან მარტივი გამოსაყენებლად. ვარდისფერი ტონები კარგად მუშაობს მეტალიკ-ნაცრისფერთან. ასევე, შეგიძლიათ უფრო თამამად იმოქმედოთ და მთელს ავეჯზე ხავერდის ვარდისფერი გადასაკრავი გამოიყენოთ.

2019 წლის შემოდგომის ტრენდები ინტერიერის დიზაინში


მომაჯადოვებელი ყვავილები
რა შეიძლება იყოს უფრო ლამაზი, ვიდრე გიგანტური ზომის ყვავილები შემოდგომის დიზაინში? ეს ულამაზესი ტრენდია ინტერიერში და მისი კიდევ უფრო სრულყოფა შეგიძლიათ, თუ არჩევანს ყვავილებით გაფორმებულ პრინტზე, ბალიშებზე, გადასაკრავებსა და პანორამებზე შეაჩერებთ. 

2019 წლის შემოდგომის ტრენდები ინტერიერის დიზაინში


კაშკაშა ფერები
ფერადი და მხიარული დიზაინი იდეალურია შემოდგომის ინტერიერისთვის. აურიეთ ერთმანეთში სხვადასხვა ფორმები, როგორიცაა კოპლები, გეომეტრიული ფიგურები და ხაზები სრულყოფილი და ძალიან თანამედროვე ლუქის მისაღებად.  

2019 წლის შემოდგომის ტრენდები ინტერიერის დიზაინში


შემოდგომის მოახლოებასთნ ერთად, შეგიძლიათ აურიოთ და ითამაშოთ სხვადასხვა სტილებითა და პოპულარული ინტერიერის დიზაინის ტრენდებით, რათა თქვენი სივრცე პერსონალიზებულ გარემოდ აქციოთ, რომელიც სტილური, კომფორტული და ამავდროულად, ყველასთვის მიმზიდველი იქნება. 

--> //