Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

Blog & News

­
­
­

სიახლეები

 

 

 


 

შპალერის სახეობები - მინერალებიდან აბრეშუმამდე

 

როდესაც შპალერის არჩევაზე მიდგება საქმე, ბევრ თქვენგანს თვალწინ მხოლოდ ისევ ქაღალდისგან დამზადებული შპალერი წარმოუდგება. ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ დღეს შპალერის მწარმოებელი ბრენდები არჩევანის საკმაოდ ფართო სპექტრს გვთავაზობენ - დაწყებული ბამბუკის მასალით შექმნილი შპალერიდან დამთავრებული აბრეშუმის ზედაპირიანი საფარით. სწორედ ამის გამოა, რომ სიტყვა Wallpapers (კედლის ქაღალდი) ინტერიერის დიზაინის ინდუსტრიაში შეიცვალა სიტყვით Wallcoverings (კედლის საფარი), რადგან ეს ტერმინი უფრო ზუსტად ასახავს იმ მასალების მრავალფეროვნებას, რომლითაც ბაზარზე წარმოდგენილი შპალერის კოლექციებია დამზადებული.

მაგალითად, ფრანგული ბრენდის Casamance შპალერის კოლექცია Manado ხელნაკეთია და დამზადებულია ბამბუკისგან, ზედაპირი შემკულია ვერცხლის და სპილენძის ფრაგმენტებით, რაც მას თითქმის ხელოვნების ნიმუშად აქცევს და ინტერიერს განსაკუთრებულ სტილს და ექსკლუზიურობას ანიჭებს.

შპალერის სახეობები მინერალებიდან აბრეშუმამდე

 

შპალერის სახეობები მინერალებიდან აბრეშუმამდე

 

ამავე ბრენდის კიდევ ერთი გამორჩეული კოლექციაა Escambray, რომელშიც წარმოდგენილია კვლავაც ხელნაკეთი, ესთეტიურად ძალიან დახვეწილი და ელეგანტური სტილის შპალეერები ბამბუკის, ქსოვილის, მეტალიზებული და შეღებილი ძაფებისგან მოქსოვილი ზედაპირებით.

შპალერის სახეობები მინერალებიდან აბრეშუმამდე

შპალერის სახეობები მინერალებიდან აბრეშუმამდე

 

გერმანული ბრენდის Rasch Textil-ის მინერალების კოლექცია განსაკუთრებით ეფექტურია დეკორად და გამოირჩევა ეკოლოგიური სისუფთავით, რადგან შექმნილია ისეთი მასალისგან როგორიცაა: ბალახი, კორპი, გრანულები. ეს კი თქვენს კედლებს არა მხოლოდ ინდივიდუალურ ლუქს სძენს, არამედ შესანიშნავი ხმის და თბოიზოლაციის საშუალებაცაა. რადგანაც კოლექცია ბუნებრივი მასალისგანაა დამზადებული და ბუნებაში კი არაფერი არ მეორდება, თითოეული ფონი უნიკალურ ზედაპირს წარმოადგენს. ფერებიც მაქსიმალურად ბუნებრივ გამაშია: ყავისფერი, ქვიშისფერი, მეტალისფერი შემოჭრილ შუქს ეთამაშებიან და ინტერიერში ბრინჯაოსფერ და ოქროსფერ ბზინვარებას ქმნიან.

 

შპალერის სახეობები მინერალებიდან აბრეშუმამდე

 

შპალერის სახეობები მინერალებიდან აბრეშუმამდე

 

შპალერის სახეობები მინერალებიდან აბრეშუმამდე

ძალიან შთამბეჭდავია შპალერის გამოყენება გარე ფასადზე. ამისთვის კი ერთერთი წამყვანი ევროპული ბრენდის Wall&Deco-ს სპეციალურ შპალერს გთავაზობთ. ამ გზით თქვენ შეძლებთ ნებისმიერი სახე მიიღოთ გარე ფასადის ზედაპირზე დიდი ძალისხმევის გარეშე.

შპალერის სახეობები მინერალებიდან აბრეშუმამდე შპალერის სახეობები მინერალებიდან აბრეშუმამდე

ასევე ეფექტურია შპალერის გამოყენება სველ წერტილებში, სადაც ხალხი ტრადიციულად ფილების ხილვასაა მიჩვეული. ასეთი შპალერით გაფორმებული სააბაზანოები ინდივიდუალური სტილითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ჩვენს შოურუმში გთავაზობთ ვინილის, ფლიზელინის, გობელინის, აბრეშუმის, 3D და ფოტო-შპალერის კოლექციების ფართო სპექტრს.

 

შპალერის სახეობები მინერალებიდან აბრეშუმამდე შპალერის სახეობები მინერალებიდან აბრეშუმამდე

--> //