Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

Blog & News

­
­
­

სიახლეები

 

 

 


 

როგორ შევუხამოთ ფარდის დიზაინი ოთახის ინტერიერს

ფარდებს შეუძლიათ მთლიანად გარდაქმნან ოთახის ლუქი და ატმოსფერო, ამიტომ მათი შერჩევისას სიფრთხილე გვმართებს. ამიტომ თუ არ იცით რა უნდა გაითვალისწინოთ მათი შეძენის დროს, გირჩევთ გააგრძელოთ სტატიის კითხვა.

პირველ რიგში, რეკომენდირებულია, რომ გაითვალისწინოთ ოთახის ინტერიერის სტილი. უამრავი განსხვავებული სახის დიზაინი არსებობს და წესით, არ უნდა გაგიჭირდეთ თქვენი ოთახის შესაფერისი ფარდების პოვნა. არჩევანის გაკეთება დაგჭირდებათ უამრავი სახის ქსოვილთა შორის დაწყებული ბამბის და აბრეშუმის ქსოვილიდან დამთავრებული ატლასით და ხავერდით. ქსოვილის სირბილეზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული როგორ დადგება ფარდა დაკიდების შემდეგ. თუ ქსოვილი ძალიან მძიმეა, შეიძლება ნაკეცები არ გაიკეთოს, მაგრამ თუ ძალიან მსუბუქია, გრაციოზულად არ ჩამოეშვება. თუ ზუსტად არ იცით რა ქსოვილისგან დამზადებული ფარდა გინდათ, ჯობია შოურუმს ეწვიოთ და ადგილზე დაათვალიეროთ თითოეული მოდელი.

როგორ შევუხამოთ ფარდის დიზაინი ოთახის ინტერიერს

ასევე, გაითვალისწინეთ რამდენად უნდა ატარებდეს შუქს თქვენი ფარდა. თუ არ გსურთ, რომ დილას მზის სხივებმა გამოგაღვიძონ, მაშინ ჯობია სქელი ფარდა შეიძინოთ, ხოლო თუ თქვენი მთავარი მიზანი ფარდის დეკორატიული გამოყენებაა, არჩევანი შედარებით თხელ, ელეგანტური დიზაინის ფარდაზე შეაჩერეთ.

ფარდის ფერის მიხედვით, ფანჯრის დეკორაცია შეიძლება მთლიანად შეერწყას ოთახის ფონს ან პირიქით მკვეთრად გამოირჩეს მისგან. ნუ შეგეშინდებათ ითამაშოთ ფერებით, როდესაც არჩევანს აკეთებთ. ცოტაოდენი ფანტაზიის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ ძალზე შთამბეჭდავი შედეგი მიიღოთ. მაგალითად, ნეიტრალური ფერის კედლებიან ოთახში ექსტრავაგანტური ჭრელი ან ლაიმისფერი ფარდა სივრცეს განსაკუთრებულ ინდივიდუალურ ლუქს სძენს.

როგორ შევუხამოთ ფარდის დიზაინი ოთახის ინტერიერს 

როგორ შევუხამოთ ფარდის დიზაინი ოთახის ინტერიერს

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ ფანჯრის ზომები. არჩევის დროს კონსულტანტებმა დეტალური ინფორმაცია უნდა მოგაწოდონ ამის შესახებ. თუ გსურთ, რომ ოთახი უფრო მაღალი და მდიდრული გამოჩნდეს, მაშინ ფარდები ფანჯრის ჩარჩოდან რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა უნდა დაკიდოთ. თანამედროვე ლუქის მისაღებად კი დაუშვით ქსოვილი იატაკზე.

როგორ შევუხამოთ ფარდის დიზაინი ოთახის ინტერიერს

--> //