Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

Blog & News

­
­
­

სიახლეები

 

 

 


 

მწვანე გარემო თქვენს საცხოვრებელში

 

თანამედროვე ინტერიერის დიზაინში ძალზე ტრენდულია ბუნების ელემენტების შემოტანა. რადგანაც ადამიანი ვეღარ ახერხებს დიდი დრო გაატაროს სიმწვანეში, დიზაინერები ცდილობენ მათ შინ შეუქმნან ასეთი გარემო. წარმოგიდგენთ რამდენიმე გზას, თუ როგორ უნდა განალაგოთ მცენარეები, რომ არ დაარღვიოთ დიზაინის პრინციპები და მცენარეებსაც სათანდო გარემო შეუქმნათ საცხოვრებლად.

თუ გნებავთ ინდივიდუალური მცენარეების გამოყენება, გირჩევთ არჩევანი შეაჩეროთ საინტერესო სილუეტებზე. მცენარეები შეიძლება განთავსდეს კომპოზიციაში 3 ან 5 ცალი. 

მწვანე გარემო თქვენს საცხოვრებელში

 

თუ კომპოზიციაში უფრო მეტი მცენარეა, მაშინ შეიძლება ქოთნები ჩამალოთ და ერთ ხაზზე ჩაამწკრივოთ. 
ასეთ შემთხვევაში ჯობია ქოთნები დეკორატიულ პანელში განათავსოთ, რომლის ზედაპირიც აგურით ან ქვით იქნება მოპირკეთებული.

მწვანე გარემო თქვენს საცხოვრებელში

 

ძალზე ეფექტურია წყალში მოტივტივე ფერადი ყვავილები თეთრ კედლებთან კონსტრასტში. 

მწვანე გარემო თქვენს საცხოვრებელში


ბრომელიასებრნი მცენრაეები ძალიან ცოტა მოვლა-პატრონობას მოითხოვენ, ისინი ტენს და სიცოცხლისთვის საჭირო ნივთიერებებს ფოთლების საშუალებით პირდაპირ ჰაერიდან იღებენ. ბრომელიასებრთა უმეტესობას თვალისმომჭრელი სილამაზის ყავავილები აქვთ. მათ ჩასარგავად დიდი რაოდენობის მიწა არ არის საჭირო. სწორედ ამიტომ, ხშირად ნახავთ მათ ქოთნებს უჩვეულოდ განთავსებულს, მაგალითად, ჰაერში ჩამოკიდებულს. 

მწვანე გარემო თქვენს საცხოვრებელში


მცენარეთა გაზრდის ერთერთი თანამედროვე გზაა ჰიდროფონული ტექნოლოგიის გამოყენება. ასეთ სისტემაში მცენარეები მიწის გარეშე იზრდებიან და ამის გამო ბევრად უფრო მსუბუქია. ხშირად ისინი ჩარგულია გამჭირვალე კონტეინერში და ფესვთა სისტემაც ხილულია. 

მწვანე გარემო თქვენს საცხოვრებელში


როდესაც მცენარეებს ინტერიერის დიზაინში განსათავსებლად ვარჩევთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტემპერატურა არ დაეცეს 12-15 გრადუსს ქვევით. გარდა დაბალი ტემპერატურისა, მცენარეები ვერც დიდ მერყეობას იტანენ ტერპერატურაში. განათავსეთ ქოთნები ფანჯრის რაფაზე ან რადიატორზე. მცენარეთა უმეტესობისთვის მზის პირდაპირი შუქი არ არის რეკომენდირებული. ზოგიერთ მოყვავილე მცენარეს კი მეტი სინათლე სჭირდება.

მწვანე გარემო თქვენს საცხოვრებელში

 

სამზარეულო და სააბაზანო ის ადგილებია, სადაც ტენიანობა და ტემპერატურა ძალიან ცვალებადია, ამიტომ საჭიროა ისეთი მცენარეები შევარჩიოთ, რომლებიც ამ პირობებს შეეგუება. 

მწვანე გარემო თქვენს საცხოვრებელში
 

ქოთნის არჩევა უკვე იდნივიდუალური გემოვნების ამბავია. თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ მეტალის თანამედროვე სტილის ქოთანი ან კერამიკის რუსტიკული ტიპის ქოთანი. 

მწვანე გარემო თქვენს საცხოვრებელში

 

 

--> //