Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

Blog & News

­
­
­

სიახლეები

 

 

 


 

ტრენდები ინტერიერის დიზაინში 2020 წელს 

 

რა ტრენდები იქნება ინტერიერის დიზაინში მოდაში 2020 წელს? როგორ მოვამზადოთ ახალი წლისთვის ჩვენი საცხოვრებელი სივრცე? 

1. აბსტრაქტული ენერგია

ინტერიერის დიზაინის ახალი ტენდენციები


მომავალ წელს ინტერიერის დიზაინი ინსპირაციას აბსტრაქტული ჟანრის ხელოვნების ნამუშევრებიდან მიიღებს. გეომეტრიული ფიგურებით, ხელით ნახატი ესკიზებით და ფერადი ბლოკებით შექმნილი ეს ლუქი პერსონალურობის ექსპრესიაა ჩვენს სახლებში. მისი მიზანი ემოციის გაღვიძებაა და წარმატებითაც ართმევს თავს ამ ამოცანას. 

მკვეთრი ორნამენტების და ცოცხალი ფერების თამაში სტილის შექმნაში მეტი შემოქმედებითობის საშუალებას გვაძლევს. როგორც ექსპრესიონისტული მოძრაობა, ეს მიმართულება ზეიმია არასრულყოფილების და ხელით გამოსახული ფორმების - ხაზები ამ ლუქში წამყვან როლს თამაშობს.

 

ფერთა პალიტრა
ეს ის დროა, როდესაც ფერები გამოდის წინა პლანზე. ახალი ტრენდები საშუალებას გვაძლევენ თამამად ვითამაშოთ ფერებით და მათი კომბინაციებით - სცადეთ ალისფერი მოლურჯო ან მდოგვისფერ ტონებთან. 

ინტერიერის დიზაინის ახალი ტენდენციები

სად გამოვიყენოთ?
ნებისმიერ ოთახში, რომელზე ხაზგასმაც გვსურს. მხატვრული ტილოებიდან ეს ტრენდი წარმატებით შეგვიძლია გადმოვიტანოთ ბალიშებზე, გადასაფარებლებზე, ნოხებზე და შპალერებზე. 

ინტერიერის დიზაინის ახალი ტენდენციები

 

2. სტრუქტურიზებული სიმარტივე

ინტერიერის დიზაინის ახალი ტენდენციები


პატივისმიგება ნორდული ტრენდისამდმი, კიდევ ერთხელ მიპყრობა მზერის წარსულზე. მისი მიზანია შექმნას მშვიდი, მყურდო გარემო განკუთვნილი რელაქსაციისთვის - უსაფრთხო სახლი, მიმზიდველი მოსასვენებლად და ძალების აღსადგენად.

ამ ლუქში მოცემული ნატურალური ტონები უფრო თბილია, რადგანაც ჩვენი მიზანია შევქმნათ მშვიდი ამავე დროს გამომაცოცხლებელი სივრცე, თავშესაფარი გარესამყაროსგან. 

 

სად უნდა გამოვიყენოთ?
ეს ლუქი ნებისმიერ გარემოში მშვენივრად მუშაობს ნებისმიერ გარემოში, იქნება ეს რუსტიკული სტილის სამზარეულო თუ პატარა თანამედროვე სააბაზანო,მაგრამ განსაკუთრებით საცხოვრებელ ან საძინებელ ოთახს უხდება, შეხამებული აქცენტ ფერთან ერთად.

 

როდის ავირჩიოთ?
როდესაც მოგწონთ მარტივი, სადა სტილი, მაგრამ კვლავაც გსურთ, რომ თქვენი სახლი მყუდრო და კომფორტული იყოს და არა მინიმალისტური. 
როდესაც გიზიდავთ ხელნაკეთი, არტიზანული სტილი, დაუმუშავებელი მასალები და ზედაპირები და გირჩევნიათ ინვესტიცია გააკეთოთ ხარისხში და არა უხარისხო მასალაში. 

ინტერიერის დიზაინის ახალი ტენდენციები

ფერთა პალიტრა
ფერთა პალიტრაში თვალშისასცემია გადასვლა ნაცრისფერი ტონებიდან მოყვითალო ტონებისკენ. ბეჟი ამ შემთხვევაში იდეალური ფერია, რომელიც ფუძედ შეგვიძლია გამოვიყენოთ. ფერები, რომელთაც აქცენტად ვიყენებთ, 2020 წელშიც რბილი იქნება.

ინტერიერის დიზაინის ახალი ტენდენციები


 

3. აქცენტი კომფორტზე

ინტერიერის დიზაინის ახალი ტენდენციები

კომფორტული ბალიშები, გადასაფარებლები, ნაქსოვები და მელიის ბეწვი ნებისმიერ ოთახს დაუყოვნებლივ მიმზიდველ სივრცედ აქცევს. ეს სტილი დაგეხმარებათ მსუბუქად გადაიტანოთ ზამთარი და ფეშენებელურად შეხვდეთ გაზაფხულს. 

 

ფერთა პალიტრა

ხაზის გასმა ნატურალურ პიგმენტზე ამ სტილის მთავარი ელემენტია. ცივი ლურჯის და ნაცრისფერის კომბინაცია ვარდისფერი და ყავისფერი აქცენტებით. 

ეს ორგანული ფერთა პალიტრა შეგვიძლია დავასრულოთ მუქი ლურჯი და ხავსისფერი მწავნე ტონებით, რომლებიც ადვილად შეგვიძლია ვამუშაოთ რელაქსაციურ, ნეიტრალურ სქემაში. 

კომფორტული ტექსტურები, რბილი ფერები და დეკორატიული ელემენტები ტექსტილის და თეთრეულის ძირითადი მოტივებია ამ სეზონზე. 

ინტერიერის დიზაინის ახალი ტენდენციები


როდის ავირჩიოთ?
როდესაც თქვენი სახლი თქვენი სამოთხეა. თქვენი პირადი მყუდრო ნავსაყუდელი და არა საგამოფენო სივრცე. ოთახები კომფორტული ავეჯითაა გაწყობილი, დივნის შეხედვისას სურვილი გექნებათ, რომ მასში ჩაიძიროთ, ხოლო მაგიდის დანახვისას მოგინდებათ ოჯახთან ერთად შემოუსხდეთ. როდესაც მოგწონთ ავეჯი, რომელზეც დროის მსვლელობის კვალია აღბეჭდილი, გაცრეცილი ტონებით და ზედაპირებით. 

 

სად გამოვიყენოთ?

ასეთი სახლური ლუქი იდეალური ისეთი ადგილებისთვის, რომლებსაც თავისი ხასიათი აქვთ, იქნება ეს კოტეჯი სოფლად თუ კონკრეტული ეპოქის ექსპრესიული შენობა. 


4. ეკლექტური გლამური

ინტერიერის დიზაინის ახალი ტენდენციები

ამ ელეგანტური თემის ცენტრალური ელემენტია მომრგვალებული ფორმების მქონე ავეჯი, 1920-იანი წლების გამოძახილი ნიჟარისებრი საზურგიანი სკამები მსუბუქი კიდეებით.

 

ფერთა პალიტრა

მთავარ ფერად შეარჩიეთ მუქი ლურჯი ან ლალისფერი, აქცენტები კი გააკეთეთ თბილი ტონებით, როგორიცაა ვარდისფერი, ბრინჯაოსფერი და ოქროსფერი. მეტი გლამურისთვის გამოიყენეთ ოქროსგან, სპილენძისგან, თითბერისგან და ბრინჯაოსგან დამზადებული აქსესუარები. 

ინტერიერის დიზაინის ახალი ტენდენციები


სად გამოვიყენოთ?
ნებისმიერ ოთახში, სადაც გვსურს სტილი აკეთებდეს თამამ განაცხადს. განათავსეთ გლამურული კოქტეილის მაგიდა მისაღებ ოთახში, სასადილოში გააკარით ექსტრავაგანტური შპალერი და გამოიყენეთ მეწამული ხავერდის გადასაფარებლები საძინებელ ოთახში. 

 

5. იაპონია

ინტერიერის დიზაინის ახალი ტენდენციები

უკვე რამდენიმე სეზონია ინტერიერის დიზაინს იაპონური მოტივები გასდევს. ეს ტრენდი განსაკუთრებით თვალშისაცემი ამ შემოდგომა-ზამთარს იქნება. წამყვანმა ბრენდებმა უკვე შემოგვთავაზეს კოლექციები - მდიდარი აბრეშუმის ტექსტურებით, გრაციოზული ფრინველთა მოტივებით, აღმოსავლური ორნამენტებით და მსუბუქის ხაზების მქონე ავეჯით. 

ელეგანტური იაპონური მინიმალიზმის და რუსტიკული სკანდინავიური სისადავის სინთეზი Japandi ჰიბრიდული ტრენდია, რომელმაც გააერთიანა ამ ორი მრავალი ადამიანისთვის საყვარელი სტილის საუკეთესო ელემენტები. ეს ტრენდი სწორედ თქვენთვისაა, თუ თქვენი სახლი თქვენი ნავსაყუდელია და არ მოგწონთ გადატვირთული სივრცეები, უპირატესობას კი მშვიდ ფერებს და მიმქრალ ფერთა პალიტრას ანიჭებთ. 


ფერთა პალიტრა
არჩევანი შეაჩერეთ რბილ ფერთა პალიტრაზე. მქრქალი ლურჯის, მწვანის ტონებზე, ღია ნაცრისფერზე და ვარდისფერზე მკვეთრი ფერის აქცენტებით, როგორიცაა ინდიგოსფერი, ჟანგისფერი, ზურმუხტისფერი და შავი. რაც შეეხება ავეჯს შეარჩიეთ სკანდინავიური სტილის ხის ავეჯი და მეტი სიღრმისთვის იაპონური სტილის შავი ფერის ხის ნაკეთობები დაუმატეთ. 

ინტერიერის დიზაინის ახალი ტენდენციები


სად გამოვიყენოთ?
შავთან შეწყვილებული ეს ლუქი ნებისმიერ ოთახში იმუშავებს. ნაცვლად რაოდენობისა უპირატესობას ვანიჭებთ ხარისხსს და ამის გამო პატარა ოთახებში მეტი სივრცის ეფექტი იქმნება. დიდ ოთახებსა და ღია სივრცეებში კი ზუსტად იგივენაირად მუშაობს შავი, ორნამენტებიანი ხის ნივთები. 

ფანრების სტილის სანათები, როგორიც ეს იატაკის ტორშერია, გვეხმარება შევქმნათ  ატმოსფერული განათება, რომელიც ჩვენს სახლებს მეტ სიმშვიდეს და სიმყუდროვეს შემატებს. 

ინტერიერის დიზაინის ახალი ტენდენციები

--> //
Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0

Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/home/roomdesi/tmp) in Unknown on line 0