Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

Blog & News

­
­
­

სიახლეები

 

 

 


 

Casa Bobo - თანამედროვე ინტერიერის ერთერთი საინტერესო ნიმუში


ე.წ. "მინის ყუთი" - თანამედროვე ინტერიერის დიზაინის ერთერთი საუკეთესო ნიმუში Bobo House შექმნილია ცნობილი დიზაინერის გენგბოს მიერ. შთაგონება კი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისგან მიღებული შთაბეჭდილებები გახდა, რომელმაც შემდეგ ექსპრესია ინტერიერში განიცადა. 

Casa Bobo - თანამედროვე ინტერიერის ერთერთი საინტერესო ნიმუში

გენგბოს ჩანაფიქრი იყო სახლის კონცეპტი როგორც "მინის ყუთი", სადაც თავის მოგონებებს გამოფენდა და ამავე დროს მოდერნული სტილის ავეჯს განათავსებდა. 

პირველ სართულზე მოწყობილია მისაღები ოთახი, სასადილო და სამზარეულოს ღია სივრცე - მაქსმიმალურად მორგებული დიზაინერის საჭიროებებზე, რომელსაც უყვარს სტუმრების მიღება თავის მოდერნულ სახლში. აქ ხელოვნება თითოეული სოციალური სივრცის განუყოფელი ნაწილია და წამყვან როლს თამაშობს ამ თანამედროვე დიზაინში, რომელიც შეხედვისთანავე ატყვევებს თვალს. 

Casa Bobo - თანამედროვე ინტერიერის ერთერთი საინტერესო ნიმუში

Casa Bobo - თანამედროვე ინტერიერის ერთერთი საინტერესო ნიმუში

პროექტის ორიგინალი სტრუქტურა 2 ლოფტს მოიცავდა, მაგრამ კედლების უმეტესი ნაწილი დაანგრიეს, რათა მიეღოთ მეტად გამჭირვალე სივრცე. დარჩენილი კედლები კი მუქ მწავნე ტონებში შეღებს დაბოლოებებით თეთრ ფერში, ამგვარად, შექმნეს გარემო "ნაკლები არის მეტი" ფილოსოფიით. 

Casa Bobo - თანამედროვე ინტერიერის ერთერთი საინტერესო ნიმუში

სამზარეულოს სივრცეში დიზაინერმა შავი და თეთრი ფერის თაროების ინტეგრაციით კონტრასტი გააკეთეა მწვანე ფონზე, ხოლო მეტალის კუნძულით მეტად დახვეწილი ეფექტის მიღება შეძლო. 

Casa Bobo - თანამედროვე ინტერიერის ერთერთი საინტერესო ნიმუში

Casa Bobo - თანამედროვე ინტერიერის ერთერთი საინტერესო ნიმუში

სახლის დიზაინის ამ პროექტით გენგბომ შეძლო ეჩვენებინა, რომ არ არის აუცილებელი ტექსტურებისა და ფერების გამოწურვა იმისთვის, რომ შექმნათ ელეგანტური გარემო, პირიქით, ნივთების უდიდესი სიფრთხილით შერჩევით მან შეძლო მოეწყო სახლი, რომელიც მთლიანად გამოხატავს მის პიროვნებას და ამავდროულად მასში ინტეგრირებულია ინტერიერის დიზაინის უახლესი ტრენდები.

Casa Bobo - თანამედროვე ინტერიერის ერთერთი საინტერესო ნიმუში
 

--> //