Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

Blog & News

­
­
­

სიახლეები

 

 

 


 

საზეიმო ნოტები და დახვეწილი დეკორაციები თქვენს ინტერიერში

იცით თუ არა რა მატებს დღესასწაულებს კიდევ უფრო მეტ საზეიმო ნოტებს? თქვენი სახლის გაფორმება დეკორაციებით, რაც განსაკუთრებულ განწყობას ქმნის. შეასხით ფანტაზიას ფრთები და შთაბერეთ თქვენი სახლის თითოეულ კუნჭულს სადღესასწაულო სული იმ ხრიკების გათვალისწინებით, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ.

წითელი, ეს ის ფერია, რომელიც ქმნის საზეიმო ატმოსფეროს თქვენს ინტერიერში. წითელი ფერის ტონები გვიქმნის შეგრძნებას, რომ ზეიმი უსასრულოდ გაგრძელდება და სიხარულის ეს განცდა არასოდეს დაგვტოვებს. საახალწლო დეკორი დასრულებულად არ ჩაითვლება, სანამ წითელ დეტალს არ დაუმატებთ!

საზეიმო ნოტები და დახვეწილი დეკორაციები თქვენს ინტერიერში

 

ოქროსფერის ჩრდილები კი თქვენს ინტერიერს გლამურულს ხდის, განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში. ეს ტონი თქვენს ინტერიერს მეტად მდიდრულს წარმოაჩენს და სივრცეში ჯადოსნურ ნაპერწკლებს ანთებს.

საზეიმო ნოტები და დახვეწილი დეკორაციები თქვენს ინტერიერში

 

საზეიმო ნოტები და დახვეწილი დეკორაციები თქვენს ინტერიერში

თქვენს სტუმრებს ფეხის შემოდგმისთანავე უნდა შეუქმნათ საახალწლო განწყობა. ამისთვის კი სახლის გაფორმება კარის ზღურბლიდან უნდა დაიწყოთ. ეს წლის საუკეთესო დღეებია! ყველაფერი უფრო მშვენიერი და განსაკუთრებული ჩანს. ამიტომ დარწმუნდით, რომ თქვენი სახლი მზად არის დღესასწაულებისთვის!

საზეიმო ნოტები და დახვეწილი დეკორაციები თქვენს ინტერიერში

--> //