Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

Blog & News

­
­
­

სიახლეები

 

 

 


 

წამყვანი ინტერიერის დიზაინერების რეკომენდაციები პატარა ბინის მოწყობისას

 

ყველამ, ვისაც ოდესმე ქონია პატარა ბინა, იცის რა ძალისხმევას მოითხოვს მცირე სივრცის სათანადოდ მოწყობა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია. ცოტაოდენი დაგეგმვით და შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეძლებთ ამ ამოცანას წარმატებით გაართვათ თავი და პატარა ოთახები ფუნქციურ და თვალწარმტაც სივრცეებად აქციოთ.

წამყვანი ინტერიერის დიზაინერების რეკომენდაციები პატარა ბინის მოწყობისას

 

პირველ რიგში, ზუსტად განსაზღვრეთ რა ფუნქცია ექნება სივრცეს. დაუსვით კითხვა საკუთარ თავს, თუ როგორ ისურვებდით კონკრეტული ოთახის გამოყენებას. მაგალითად, დაგჭირდებთ სათავსო ბავშვების სათამაშოების მოსათავსებლად? არის თუ არა ტიხრის გაკეთების საჭიროება, თუ შესაძლებელია ეს ფუნქცია დივანმა ან სავარძელმა შეითავსოს? მოუხდება თუ არა მრგვალი მაგიდა სასადილო სივრცეს? ასეთი ტიპის კითხვები დაგეხმარებათ განსაზღვროთ სპეციფიური პრობლემური არეები და მიაგნოთ მათი გადაწყვეტის გზებს, სანამ მასალების შეძენას დაიწყებთ.

წამყვანი ინტერიერის დიზაინერების რეკომენდაციები პატარა ბინის მოწყობისას

 

სწორად შეარჩიეთ ზომები! ერთერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა მცირე სივრცის მოწყობისას მასში უამრავი პატარა ნივთის და დეკორაციის განთავსებაა. ამის ნაცვლად კარგი იქნება ერთი დიდი ზომის დეკორატიული ნივთი, რაც გაცილებით შთამბეჭდავ ეფექტს შექმნის ვიდრე მცირე ზომის აქსესუარები, რომლებიც ოთახს მხოლოდ გადატვირთავს და სივრცეს არეულად.

წამყვანი ინტერიერის დიზაინერების რეკომენდაციები პატარა ბინის მოწყობისას

 

რეკომენდირებულია, რომ ოთახის ყველა კედელი ერთ ფერში იყოს გადაწყვეტილი, ეს უფრო დიდი სივრცის შეგრძნებას ქმნის. ძირითადად გამოიყენეთ თბილი, რბილი ტონები, ჭერის ჩათვლით. გამაერთიანებელი ფერის გამოყენება ნაკლებადშესამჩნევს ხდის გადასვლის ხაზებს, რაც სივრცეს მეტ სიმყუდროვეს ანიჭებს. იგივე ფერის გამოყენება ნოხზე ან რომელიმე აქცენტ-დეკორაციაზე ერთ სტილში შეკრავს სივრცეს და ამავე დროს დატოვებს ღია სივრცის შეგრძნებას.

წამყვანი ინტერიერის დიზაინერების რეკომენდაციები პატარა ბინის მოწყობისას

 

მიუხედავად სტილისა, მთავარი მცირე სივრცის მოწყობისას არის ის, რომ ერთ ნივთს მიანიჭოთ რამდენიმე ფუნქცია. მაგალითად, განათავსოთ მულტიფუნქციური ავეჯი, როგორიცაა გასაშლელი მაგიდა.

წამყვანი ინტერიერის დიზაინერების რეკომენდაციები პატარა ბინის მოწყობისას

 

მცირე სივრცეებში თვალში გვხვდება ბრტყელი ზედაპირები როგორიცაა მაგიდა და იატაკი, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ კედელზე დასამაგრებელი განათებები განათავსოთ დივნის სიახლოვეს, ხოლო ჭაღი საწოლის თავზე. მაგრამ თუ თქვენი ბინა ძირითადად ფონური განათების სისტემას იყენებს, განათავსეთ ტორშერები მაგიდებსა და იატაკზე, რომ გქონდეთ მეტი სინათლის წყარო. ფონური განათების იმედად ყოფნა არ ღირს, რადგან ასე შეიძლება ჭერის ნაწილი ჩაბნელებული დარჩეს, ეს კი სივრცეს ვიზუალურად კიდევ უფრო შეამცირებს.

წამყვანი ინტერიერის დიზაინერების რეკომენდაციები პატარა ბინის მოწყობისას

 

--> //