Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

Blog & News

­
­
­

სიახლეები

 

 

 


 

თანამედროვე ინტერიერის შედევრი - ბინა პეკინიდან

 

მდიდრული აპარტამენტი, რომელიც მთლიანად ტანხვედრაშია იტალიური მაღალის მოდის ტრენდებთან და რომელიც შთაგონებულია იტალიური მოდის სახლის ფენდის მიერ. "ფენდის აპარტამენტი" ასე უწოდეს პეკინში მდებარე ამ ბინას. თანამედროვე დიზაინის ეს ქმნილება ერთიანობაა ისეთი ბრენდებისა როგორებიცაა არმანი, ასტონ მარტინი, შანელი და ჰერმესი. ეს ლაქშერი აპარტამენტი ბრწყინვალე მასალების და გრანდიოზული სივრცეების კომბინაციაა.

თანამედროვე ინტერიერის შედევრი - ბინა პეკინიდან

თანამედროვე ინტერიერის შედევრი - ბინა პეკინიდან

თანამედროვე ინტერიერის შედევრი - ბინა პეკინიდან

 

ინტერიერის შექმნისას დიზაინერები შეეცადნენ მასში ჩაექსოვათ იტალიური ისტორია და კულტურა, კლასიკური ელემენტები ჰარმონიულად შეეტანათ თანამედროვე სივრცეში. ბინაში შესვლისთანავე უზარმაზარ ფოიეში აღმოჩნდებით, სადაც თვალში გხვდებათ ქვის კიბე შთაგონებული რომის ცნობილი ესპანური მოედნიდან.

თანამედროვე ინტერიერის შედევრი - ბინა პეკინიდან

თანამედროვე ინტერიერის შედევრი - ბინა პეკინიდან

 

სასადილო და საცხოვრებელი სივრცეები მაქსიმალურად ღიაა, რომ რაც შეიძლება მეტად იყოს განათებული ბუნებრივი შუქით დღის მანძილზე. ბინის ფანჯრების ინსპირაცია ფრანგული კულტურა გახდა, ისინი ორმაგი სიმაღლის სივრცეს ქმნიან და თავს გადაყურებენ მთელ პეკინს.

თანამედროვე ინტერიერის შედევრი - ბინა პეკინიდან

თანამედროვე ინტერიერის შედევრი - ბინა პეკინიდან

 

შთამბეჭდავ ხედებს ქალაქზე მთავარი ფოიეც წარმოგვიდგენს და ამავე დროს თითბერის, ხავერდის და თეთრი მარმარილოს პალიტრას გვთავაზობს. ძალზე საინტერესოდაა გადაწყვეტილი განათებების დიზაინი, რომლის შთაგონების წყაროც რომის შადრევნები გახდა.

თანამედროვე ინტერიერის შედევრი - ბინა პეკინიდან

თანამედროვე ინტერიერის შედევრი - ბინა პეკინიდან

თანამედროვე ინტერიერის შედევრი - ბინა პეკინიდან

თანამედროვე ინტერიერის შედევრი - ბინა პეკინიდან

თანამედროვე ინტერიერის შედევრი - ბინა პეკინიდან

 

თუმცა არა მხოლოდ რომი და იტალია, კიდევ უამრავი კულტურა გახდა ამ ინტერიერის დიზაინის შთაგონების წყარო. ესაა ნამდვილი კულტურათა ფეიერვერკი, დაწყებული დასავლური სტილიდან დამთავრებული ჩინური მოტივებით.

 

 

--> //
Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0

Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/home/roomdesi/tmp) in Unknown on line 0