Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/roomdesi/domains/roomdesign.ge/public_html/lib/Upload.php on line 3214
ულამაზესი პანორამები თქვენს კედლებზე
Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

Blog & News

­
­
­

სიახლეები

 

 

 


 

ალბათ უმეტესი თქვენგანი ფიქრობს, რომ ესთეტიურად დახვეწილი დიზაინის შექმნა დიდ ხარჯებთან და ძალისხმევასთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს ყოველთვის არ შეესაბამება სიმართლეს. ლამაზი გარემოს შესამქნელად მთავარი მაინც გემოვნება და გამოცდილი კონსულტანტ-დიზაინერების რჩევებია. თუ საცხოვრებლის მოწყობას ინტერიერის დიზაინერის დახმარების გარეშე გეგმავთ, გირჩევთ ისეთ მაღაზიებს მიმართოთ, რომლებიც ორიენტირებული არიან ხარისხიან მასალებსა და ამასთან, კვალიფიციური კონსულტანტების სერვისით გამოირჩევიან, რადგან მათ შეუძლიათ დაგეხმარონ ფერების გემოვნებიან შეხამებასა და ფაქტურების სწორად განაწილებაში. 

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი ბინა გამოვა ისეთი, როგორიც იქნება მისი კედლები. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება შპალერის არჩევას დაუთმეთ. დღეს, რადგანაც მოდაში, არტ-დეკოს სტილი დაბრუნდა, პანორამები კვლავ აქტუალური გახდა. მართალია მათი ფასი შედარებით მაღალია, რაც მომხმარებელთა უმრავლესობას აშინებს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტი: როდესაც პანორამას ვიყენებთ, დანარჩენ კედლებზე ფონად მიდის სრულიად სადა შპალერი, რაც საბოლოო ჯამში აბალანსებს თქვენს ბიუჯეტსა და ხარჯებს. შედეგად კი თქვენ თითქმის იგივე ბიუჯეტში ბევრად უფრო ლამაზ ინტერიერს იღებთ. 

ქვემოთ წარმოგიდგენთ წამყვანი ბრენდების პანორამებს, რომლებიც ნებისმიერ ინტერიერს დაამშვენებს და თქვენს საცხოვრებელ სივრცეს გამორჩეულს გახდის. 

ულამაზესი პანორამები თქვენს კედლებზე

ულამაზესი პანორამები თქვენს კედლებზე

ულამაზესი პანორამები თქვენს კედლებზე

ულამაზესი პანორამები თქვენს კედლებზე

ულამაზესი პანორამები თქვენს კედლებზე

ულამაზესი პანორამები თქვენს კედლებზე

დაათვალიერეთ სრული კოლექციები shpaleri

--> //