Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

Blog & News

­
­
­

სიახლეები

 

 

 


 

საუკეთესო საფარდე სისტემები თანამედროვე ინტერიერის დეკორისთვის 

თანამედროვე სტილი ინტერიერის დიზაინის ერთერთი საინტერესო მიმართულებაა. აქ მოსაზრებები ორი მიმართულებით იყოფა: ერთნი ფიქრობენ, რომ მოდერნი ძალიან ცარიელი და მოსაწყენია; ხოლო სხვები სიამოვნებას სწორედ მის სიმარტივესა და სისადავეში პოვებენ. რომელ მხარესაც არ უნდა მიეკუთვნებოდეთ, თანამედროვე სტილში არჩევანი ძალზე მცირდება, როცა საქმე შეეხება ფანჯრების გაფორმებას. ამ შემთხვევაში გვაქვს სულ 5 სტილი. ყოველ სტილს აქვს თავისი დანიშნულება და თუ ერთი არ უხდება თქვენს სივრცეს, არ ნიშნავს, რომ სხვა შემთხვევაშიც იგივე იქნება, მაგრამ შესაფერისი სტილის არჩევისთანავე, თქვენი დიზაინი უფროდაუფრო სწორი და დახვეწილი მიმართულებით წავა. მოდი ვნახოთ, როგორია ფარდებით გაფორმების ეს 5 სტილი.

საუკეთესო საფარდე სისტემები თანამედროვე ინტერიერში  საუკეთესო საფარდე სისტემები თანამედროვე ინტერიერში

 

ვიწყებთ თუარა ფიქრს თანამედორვე დეკორზე, მაშინვე თვალწინ წარმოგვიდგება შავ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერის დიზაინი. თეთრი ყოველთვის კარგი არჩევანია, როცა საქმე ფანჯრებს ეხება. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთი რომ, თეთრი ფერის ფარდები ძალიან კლასიკურია და ნებისმიერ რამეს შეგიძლიათ შეუხამოთ, რასაც სახლის გასაფორმებლად აირჩევთ. მეორე რომ, მაქსიმალურად ქმნის სიმყუდროვის შეგრძნებას და განსხვავებით სხვა ფერის ფარდებისგან ფანჯარის სივრცესთან კონტრასტს არ ქმნის. და ბოლოს, ეს ფერი ძალიან გავრცელებულია და ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ.

საუკეთესო საფარდე სისტემები თანამედროვე ინტერიერში საუკეთესო საფარდე სისტემები თანამედროვე ინტერიერში


თუმცა თქვენ მუქი ფერები გხიბლავთ? ასეთ შემთხვევაში შავი საუკეთესო გამოსავალია. მუქი ფერის ფარდებს ერთი ძალიან დიდი უპირატესობა აქვთ. ისინი არ ყვირიან და არ გააჩნიათ თვალშისაცემი ეფექტი. მუქად შეფერილი ფარდების ფერთა ძალიან ფართო პალიტრა არსებობს მუქი ლურჯიდან ჭაობისფერ მწვანემდე. ეს ფერი იდეალურია საძინებლისთვის, რადგან კარგად იჭერს მზის სინათლეს.

საუკეთესო საფარდე სისტემები თანამედროვე ინტერიერში საუკეთესო საფარდე სისტემები თანამედროვე ინტერიერში

 

თეთრის მსგავსად, ნაცრისფერიც ნატურალური ტონია, რომელიც ასევე კარგად ჩაჯდება თქვენს საცხოვრებელ ოთახში. თუ თქვენ მშვიდი ატმოსფეროს შექმნა გსურთ, გამოიყენეთ კვამლისფერი ფარდები, ფარდაზე ჩამოშვებული ნაკეცები კიდევ უფრო გააძლიერებს მისგან შექმნილ სიმყუდროვის ეფექტს.

საუკეთესო საფარდე სისტემები თანამედროვე ინტერიერში საუკეთესო საფარდე სისტემები თანამედროვე ინტერიერში

შეიძლება ვერ გადაგიწყვეტიათ, თუ რომელი ფერები მოუხდება თქვენს სახლს. მაშინ გაგიმართლათ. ფარდა-ჟალუზები მშვენიერი გამოსავალია თანამედროვე დეკორში. ორ ტონში გარდამავალი ფარდა-ჟალუზი კლასიკური ჩრდილებით თუ მკვეთრი აქცენტებით გაფორმებული, ჟალუზი თქვენს სივრცეს უფრო მეტად საინტერესოს გახდის და დეკორის გამოცვლასაც ნებისმიერ დროს სრულიად მარტივად და თავისუფლად შეძლებთ. შეიძლება სულაც არ გქონდეთ დიდი ხალისი, რომ ფარდები ჩამოკიდოთ და შიშველი ფანჯრების ყურება გირჩევნიათ. ამგვარდ, სანამ ფერებს აარჩევთ კარგად მოგიწვეთ დაფიქრება. ძალიან კლასიკურ ტონებს ვიღებთ, თუ ნაცრისფერ ფერებს ვიყენებთ. ჟალუზების უპირატესობაა ისიც, რომ დღის განმავლობაში შეგიძლიათ ისინი აკეცილ მდგომარეობაში გქონდეთ, ხოლო ღამე ჩამოუშვათ. ასე რომ, მათი გამოყენება თანამედროვე ინტერიერში ძალზე თამამადაა შესაძლებელი.

საუკეთესო საფარდე სისტემები თანამედროვე ინტერიერში საუკეთესო საფარდე სისტემები თანამედროვე ინტერიერში

 

--> //