Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

Blog & News

­
­
­

სიახლეები

 

 

 


 

2020 წლის შემოდგომის ტრენდები ინტერიერში 

შემოდგომა/ზამთრის მოახლოვებასთან ერთად სულ უფრო ხშირად და ხშირად ვიღებთ მეგობრებსა და ნათესავებს საკუთარ სახლში, და მას შემდეგ, რაც თვეები გავატარეთ გამოკეტილებმა ერთიდაიგივე გარემოში, ურიგო არ იქნებოდა, მის გადახალისებაზე გვეზრუნა. ინტერიერის დიზაინის ექსპრეტების პროგნოზებით ამ შემოდგომას ტრენდების სათავეში ვარდისფერი და წაბლისფერი მოექცევიან. წელს ოთახის ინტერიერი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რადგანაც მისი ყურება გაცილებით უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე გვიწვეს, ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეული ოთახი ისე მოვაწყოთ, რომ მასში დროის გატარება გვსიამოვნებდეს და მაქსიმალურ კომფორტს გვიქმნიდეს.

ხელნაკეთი დეკორი

კარანტინის დროს ბევრმა მოწყენილობისგან თავის დაღწევა ხელსაქმით და ხატვით სცადა. ამიტომ თანდატან ტრენდული ხდება ხელნაკეთი დეკორის გამოფენა თაროებზე, ან კედლების ნახატებით დამშვენება. ძალიან ელეგანტურ ლუქს მივიღებთ, თუ ცოცხალ მცენარის ქოთანს მოვათავსებთ მაკრამეს საკიდში და მას ოთახის ცენტრალურ წერტილად ვაქცევთ.

2020 წლის შემოდგომის ტრენდები

 

იფიქრეთ ვარდისფერზე

ვარდისფერი შეიძლება სულაც არ იყოს შემოდგომის ფერი და გაზაფხულს უფრო გვახსენებდეს, მაგრამ მისი ნაზი, პასტელური ტონები სიმშვიდის განცდას იწვევს და ამ სეზონზე პოპულარული დეკორატიული არჩევანი იქნება როგორც გადასავლა ცივ თვეების ფერებისკენ. მას შემდეგ, რაც "ვარდისფერი კვარცი" 2016 წელს Pantone-ს წლის რჩეულ ფერად დასახელდა, იგი აღარ აღიქმება როგორც მხოლოდ გოგონების ოთახის ფერი. როდესაც ვაწყვილებთ კონტრასტულ ნაცრისფერთან, მწვანესთან ან მუქ ლურჯთან მთლიანად გარდაქმნის თქვენს საცხოვრებელ სივრცეს.

2020 წლის შემოდგომის ტრენდები

 

მთვარის ეფექტი

ბოლო წლებში ასევე პოპულარობას იძენს კოსმოსის თემა, მზის სისტემა და პლანეტები. ეს ტრენდი განსაკუთრებით კარგად აისახა დეკორატიულ ნივთებსა და აქსესუარებში. ოქროს ან ვერცხლის მტვერი მუქ ლურჯზე ვარსკვლავიანი ცის შესანიშნავი ილუსტრაციაა. კომბინაცია განსაკუთრებით კარგად ფარდების შემთხვევაში მუშაობს. კოსმოსის თემა კიდევ უფრო მეტ პოპულარობას საშობაოდ შეიძენს. ღამისებრი ლურჯი მასზე მეტალის აქცენტებით განსაკუთრებით კარგად საცხოვრებელი სივრცის შემთხვევაში იმუშავებს, თუმცა მსგავსი სტილის აქსესუარები შეიძლება საბავშვო ოთახისთვისაც შეირჩეს.

2020 წლის შემოდგომის ტრენდები

 

წაბლისფერი ხე

თავისი მდიდარი და მიმზიდველი ფერებით, წაბლისფერი დიდი ხანია პოპულარულია, როდესაც საქმე იატაკის ფერი შერჩევას ეხება, თუმცა წელს ამ ტონა კიდევ უფრო მკაფიო გამოხატვა ჰპოვა სხვადასხვა ტიპის ავეჯშიც. წაბლისფერში გადაწყვეტილი სკამები, ჟურნალის მაგიდები და საწოლებიც კი დიდ როლს ასრულებენ ამ ფერის პოპულარობის ზრდაში.

2020 წლის შემოდგომის ტრენდები

 

--> //
Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0

Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/home/roomdesi/tmp) in Unknown on line 0