Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

Blog & News

­
­
­

სიახლეები

 

 

 


 

10 რჩევა ელეგანტური და დახვეწილი ინტერიერის შესაქმნელად

ელეგანტური და დახვეწილი ინტერიერის შექმნა შეიძლება ბევრი თქვენგანისთვის დიდ სირთულეებთან და ფინანსურ დანახარჯებთან ასოცირდებოდეს, უმეტეს შემთხვევაში ასეცაა, რადგან ეს სფერო კარგ გემოვნებას და გარკვეულ ცოდნას მოითხოვს, მაგრამ რამდენიმე საიდუმლოს გათვალისწინებით მაინც შეიძლება თქვენთვის საოცნებო სტილი შექმნათ. ინტერიერის დიზაინერებმა გაგვიმხილეს 10 მარტივი და ბიუჯეტური გზა, თუ როგორ უნდა გარდაქმნათ თქვენი საცხოვრებელი მოდურ და ელეგანტურ სივრცედ.

1. როგორც ამბობენ, დეტალები მნიშვნელოვანია და ამ შემთხვევაში, ეს დეტალია კარნიზი. კარნიზები აერთებენ ჭერსა და კედლებს, რაც დასრულებულ სახეს აძლევს ოთახს. კარნიზის გარეშე ოთახი დაუმთავრებელს ან იაფფასიანს დაემსგავსებოდა. საბედნიეროდ, დღეს ბაზარზე კარნიზების ძალიან დიდი არჩევანი არსებობს, განსხვავდებიან როგორც ფასის, ასევე ზომების მიხედვით. მეტად გლამურული ლუქისთვის შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის კარნიზები გამოიყენოთ სახლის ინტერიერში.

10 რჩევა ელეგანტური და დახვეწილი ინტერიერის შესაქმნელად

2. საღებავის ფერი - ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთან, ძალიან რთული ასარჩევიც, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ოთახის დეკორის უცვლელად დატოვებას აპირებთ. მაგრამ თუ ელეგანტური ინტერიერის შექმნა თქვენი მთავარი მიზანია, პალიტრიდან გარკვეული ფერების ამორჩევა მოგიწევთ გლამურული სივრცის მისაღებად. აირჩიეთ 2 ფერი, ერთი ძირითადი ფონისთვის, ხოლო მეორე მკვეთრი ან შეუმჩნეველი ჩრდილებისთვის. ასეთი ჩრდილები საშუალებას მოგცემთ თქვენს საცხოვრებელს გლამურული ლუქი შესძინოთ. ინტერიერის შავ ფერში გადაწყვეტაც დიდებული იდეაა. ის ავტომატურად იწვევს ძვირადღირებულების განცდას და თქვენს ბიუჯეტს მნიშვნელოვნად არ აზარალებს. თუ არჩევანს ამ მიდგომაზე შეაჩერებთ, არ დაგავიწყდეთ ასევე შავი ფერის აქსესუარების განთავსება, რომ დიზაინი ერთ მთლიანობად შეკრათ.

10 რჩევა ელეგანტური და დახვეწილი ინტერიერის შესაქმნელად

3. ბალიშები - კომფორტულობა და ელეგანტურობა. ბალიშები თქვენს სახლში 2 მიზანს ემსახურება. პირველი, თუ ისინი სწორადაა შერჩეული, კიდევ უფრო აძლიერებს ელეგანტურობის ფაქტორს და მეორე, ისინი ქმნიან კომფორტულ, მოსასვენებელ სივრცეს თქვენთვის და თქვენი სტუმრებისთვის. გირჩევდით თავი აარიდოთ სტანდარტული ზომის ბალიშების გამოყენებას და არჩევანი უფრო დიდ ბალიშებზე შეაჩეროთ, რაც მეტად გაუსვამს ხაზს სტილის დახვეწილობას.

10 რჩევა ელეგანტური და დახვეწილი ინტერიერის შესაქმნელად

4. ფანჯრის დეკორი - აუცილებელი აქსესუარი. ფანრჯის დეკორის გარეშე ოთახის ლუქი დაუსრულებელი და იაფფასიანი იქნება. საბედნიეროდ, ფანჯრის გაფორმება არ არის დიდ ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებული. დეკორის არჩევისას ჭკვიანური გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. ჯობია შეარჩიოთ ხაზებიანი თხელი ქსოვილი, რადგან მას ყოველთვის ძვირადღირებულის შეხედულება აქვს, თუნდაც ფასი რაციონალური იყოს, მასალებიდან კი უპირატესობა აბრეშუმს, ბამბას და ტილოს მიანიჭეთ, რადგან იგივე პოლიესტერი იაფფასიანად გამოიყურება. თუ საფარდე ქსოვილი თქვენი სტილი არ არის, მაშინ უპირატესობა ბამბუკისგან დამზადებულ ფარდა-ჟალუზებს ან დარაბებს მიანიჭეთ.

10 რჩევა ელეგანტური და დახვეწილი ინტერიერის შესაქმნელად

5. აბაზანის ინტერიერი - უნიკალურობის შესაძლებლობა. როდესაც საქმე, აბაზანის ინტერიერის დიზაინზე მიდგება, თავი აარიდეთ ჰიპერმარკეტებს. მეტწილად ასეთ ადგილებში მხოლოდ მასობრივ და იაფ აბაზანის ავეჯს გვთავაზობენ. ამ შემთხვევაში ჯობია ბიუჯეტი ცოტა გაზარდოთ და ექსკლუზიურ შოურუმებს ეწვიოთ.

10 რჩევა ელეგანტური და დახვეწილი ინტერიერის შესაქმნელად

6. განათება მნიშვნელოვანია. როდესაც საქმე განათების შერჩევაზეა, უმეტესობა არჩევას სტანდარტული ტიპის ჭაღებზე აკეთებს. თუმცა დიზაინერული დეკორატიული განათებები უფრო ელეგანტურს გახდის თქვენს სივრცეს ვიდრე სტანდარტული გადაწყვეტები. დაბალბიუჯეტიანი უნიკალური განათების პოვნა მეორადი ნივთების ბაზრობაზე შეგიძლიათ. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება რესტავრაცია იყოს საჭირო, მაგრამ რესტავრაციის შემდეგ ლაქშერი სტილის სანათს მიიღებთ. გარდა ამისა, გამოიყენეთ იატაკის და მაგიდის ლამპებიც.

10 რჩევა ელეგანტური და დახვეწილი ინტერიერის შესაქმნელად

7. იატაკები ჯობია ხალიჩებს. მართალია, რომ ხალიჩები სახლებს უფრო მეტ სიმყუდროვეს ანიჭებს, მაგრამ თუ ელეგანტური სტილის შექმნა გვსურს ამ კომფორტს უნდა შეელიოთ და უპირატესობა ხის იატაკებს მიანიჭოთ. ხის იატაკი კლასიკურ, ელეგანტურ ლუქს ქმნის და ხელმისაწვდომ ფასებშიც შეგიძლიათ შეიძინოთ. ხის იატაკის შეძენა გარკვეული ინვესტიციაცაა, რადგან მშვენივრად უძლებს დროს და სახლის გაყიდვის დროსაც მომგებიანია. ერთერთი გამოსავალია ლამინატიც, მაგრამ საუკეთესო ხარისხის ლამინატიც კი არაა ისეთივე გამძლე, როგორც ხე. თუკი საკითხი ასე დადგება ლამინატი თუ ხალიჩა, ცალსახად გირჩევდით, რომ არჩევანი ხალიჩაზე შეგეჩერებინათ. ხის მასალას შორისაც არის სხვაობა, მუხა ყოველთვის უფრო ხელმისაწვდომია ვიდრე ალუბლის ხისგან დამზადებული პარკეტი. გაითვალისწინეთ, რომ უპირატესობა მუქი ფერის ხეს მიანიჭოთ ლაქშერი სტილის შესაქმნელად.

10 რჩევა ელეგანტური და დახვეწილი ინტერიერის შესაქმნელად

8. აქსესუარები ინტერიერში. ინტერიერის დიზაინში დიდი მნიშვნელობა ენიჭება აქსესუარებს. ბევრი თავს არიდებს აქსესუარების გამოყენებას, რადგან ფიქრობს, რომ ეს ძალიან გაზრდის მათ ხარჯებს, მაგრამ აქსესუარები მნიშვნელოვანია და რაციონალური მიდგომის შემთხვევაშიც მნიშვნელოვნად დაზოგავთ ბიუჯეტს, განსაკუთრებით, თუ არჩევანს ოქროსფერზე შეაჩერებთ. ოქროსფერი სიმდიდრესთან ასოცირდება და მისი გამოყენებით მარტივად იქმნება ელეგანტური სტილი, თუმცა გადაჭარბებაც არ შეიძლება. კედლების გასაფორმებლად გამოიყენეთ ნახატები ან სარკეები ოქროსფერი ჩარჩოებით, ან თანამედროვე სტილის მაგიდა ოქროსფერი ფეხებით.

10 რჩევა ელეგანტური და დახვეწილი ინტერიერის შესაქმნელად

9. ბევრი ფიქრობს, რომ ძვირადღირებული დივნის შეძენა არარაციონალური ხარჯია, მაგრამ საბოლოო ჯამში იაფი დივნის ყიდვა შეიძლება უფრო ძვირი დაგიჯდეთ მისი ხარისხიდან გამომდინარე. ამიტომ ამ შემთხვევაში ფინანსების დაზოგვა არ ღირს. 

10 რჩევა ელეგანტური და დახვეწილი ინტერიერის შესაქმნელად

 

10. ელეგანტური და დახვეწილი ინტერიერის დიზაინის შექმნა საკმაოდ რთული პროცესია. იმისათვის, რომ არ დაუშვათ გარკვეული შეცდომები და არ მოგიწიოთ რემონტის კეთების პროცესში დეტალების შეცვლა, სასურველია, წინასწარ გააკეთოთ 3D ვიზუალიზაცია და სწორად დააპროექტოთ თქვენი საცხოვრებლის დიზაინი. ამისათვის უმჯობესია, მიმართოთ პროფესიონალ ინტერიერის დიზაინერს, რომელიც თქვენი მოთხოვნების და ხასიათის გათვალისწინებით იდეალურ პროექტს შემოგთავაზებთ. 

10 რჩევა ელეგანტური და დახვეწილი ინტერიერის შესაქმნელად

 

 

--> //