Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

Blog & News

­
­
­

სიახლეები

 

 

 


 

6 რჩევა, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება შპალერის შეძენისას

შპალერის ყიდვა დღესდღეობით ძალიან მარტივია, რადგან ბაზარზე კედლის საფარის მრავალფეროვანი და ულევი არჩევანია.
უმეტესად, ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ბიუჯეტურ პროდუქციას და არ ფიქრობენ იმ უარყოფით მხარეებზე, რაც იაფფასიან
შპალერს გააჩნია.

შპალერის ყიდვისას, აუცილებელია, გავითვალისწინოთ, თუ რა მასალისგან არის დამზადებული შპალერი, როგორია
მისი ხარისხი და რამდენად პრაქტიკულია შპალერის მოვლა, იმისათვის, რომ ის ყველანაირი დაზიანების გარეშე გემსახურებოდეთ
დიდი ხნის განმავლობაში.

6 რჩევა, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება შპალერის შეძენისას

მსოფლიო ბაზარზე არსებობს სხვადასხვა ტიპის შპალერი, როგორიცაა ქაღალდის, ვინილის, ფლიზელინის, გობელენის, აბრეშუმის, 
3D,  ტექსტილის მასალის
და სხვა, რომლის ზედაპირებიც დაფარულია სხვადასხვაგვარი ფაქტურებით. შპალერის შერჩევისას მნიშვნელოვანია,
ყურადღება მიაქციოთ შემდეგ დეტალებს:

რჩევა 1

აუცილებელია, შპალერი დამზადებული იყოს ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, არ შეიცავდეს ტოქსიკურ ნივთიერებებს, CFC-ს, ტყვიას,
კადმიუმს, ქლორის და არომატის შემცველ გამხსნელებს, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

რჩევა 2

შპალერი უნდა იყოს წმენდადი და რეცხვადი - ადვილად იწმინდებოდეს სველი ღრუბლით, რაც მოვლის პროცესს საკმაოდ გაგიადვილებთ.

რჩევა 3

უმჯობესია, შეიძინოთ ვინილის შპალერი ფლიზელინის ფუძით, რადგან გაკვრის შემდეგ, კედელზე უსწორმასწორო დეფექტების არსებობისას,
ისინი შეუმჩნეველი ხდება. ბზარების გაჩენის შემთხვევაში კი, ამ სახის შპალერი, იჭიმება და ვიზუალური დეფექტი არ შეინიშნება.

რჩევა 4

შპალერი უნდა იყოს გამძლე ულტრაიისფერი სხივების მიმართ და არ იყოს აალებადი, რაც ხანძრის შემთხვევაში დაგიცავთ ცეცხლის კერის
გავრცელებისგან.

რჩევა 5

აუცილებელია, რომ შპალერი იყოს მაქსიმალურად მდგრადი, ადვილად არ ზიანდებოდეს, არ იკაწრებოდეს და მისი შეხებისას სასიამოვნო
განცდა გეუფლებოდეთ.

რჩევა 6

და ბოლოს, მაღალი ხარისხის შპალერი ინტერიერში უფრო მდიდრულ და დახვეწილ ატმოსფეროს ქმნის, კომფორტულია და მრავალი წლის
განმავლობაში თავის პირვანდელ იერსახეს ინარჩუნებს.

6 რჩევა, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება შპალერის შეძენისას

თუ ეძებთ შპალერს, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ფაქტორები, იმისათვის რომ უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნოთ თავი საკუთარ
სახლში. სწორი არჩევანის გასაკეთებლად კი გვეწვიეთ „გალერეა რუმ დიზაინის“ შოურუმში, სადაც მხოლოდ მაღალი ხარისხის, ევროპული
ბრენდების შპალერის მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ და ჩვენი კვალიფიციური კონსულტანტ-დიზაინერი თქვენს ინტერიერზე მორგებულ
შპალერს შეგარჩევნიებთ.  

 

--> //