Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 
 
 

 

ცნობილი ევროპული ბრენდი და ჩვენი პარტნიორი Eijffinger-ი უკვე 140 წელია სამყაროს შპალერის და ქსოვილის უზადო ფერთა პალიტრის შექმნით ალამაზებს. პირველი მაღაზია ჰააგაში 1875 წელს პირდაპირ სამეფო სასახლის წინ გაიხსნა. თუმცა, ასეთი ექსცენტრიული საქციელი ბრენდმა მალე გაამართლა, რადგან გამორჩეული დიზაინის და მაღალი ხარისხის პროდუქციით მალე მიიპყრო არისტოკრატთა წრის ყურადღება. 

მას შემდეგ, კომპანია მუდმივად ცდილობს ფეხი აუწყოს ცვლილებებს და დასვას თანამედროვე ადამიანისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი? რა გვამოძრავებს? საითკენ ვისწრაფით? და რაც ყველაზე მთავარია: როგორ მოვახდინოთ ამის ინტერპრეტირება სახლის ინტერიერში?

დღეს ადამიანები ეძებენ ბრენდებს, რომლებიც გამოირჩევიან თავისი უნიკალური იდენტობით, პატიოსნებითა და მუდმივობით. Eijffinger-ი კი მუდმივად ამართლებს მოლოდინებს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მშვიდად მიენდოს მას, როგორც პერსონალური სტილის გამოხატვის უნიკალურ საშუალებას. 

გამორჩეული სტილის გაფორმება ყოველდღიური სამუშაოა Eijffinger-ში. დიზაინი, ნიდერლანდებში მდებარე სათაო ოფისის დატოვებამდე, ყველა დეპარტამენტის მიერ მოწმდება და მხოლოდ შემდეგ იგზავნება საწყობში, რაც მაღალი ხარისხის გარანტია. 

--> //
Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0

Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/home/roomdesi/tmp) in Unknown on line 0