Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

ცნობილი ევროპული ბრენდის Muraspec-ის შპალერი ექსკლუზიურადაა წარმოდგენილი ჩვენს შოურუმში. ეს კომპანია უპირობო ლიდერია კომერციული და სპეც.შეკვეთებით წარმოების ინდუსტრიაში. ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, რომლის დასაწყისადაც 1850-იანი წლები მიიჩნევა, მათ შეძლეს მაღალი ხარისხის პროდუქციის, შთამბეჭდავი დიზაინის და მომხმარებელთა განსაკუთრებული სერვისის და ტექნიკური მხარდაჭერის ბრწყინვალე რეპუტაციის მოპოვება. დაწყებული დიდი ბრიტანეთის გაყიდვების გუნდიდან, დამთავრებული დისტრიბუტორების საერთაშორისო გლობალური ქსელით, Muraspec-ი მსოფლიო მასშტაბით ამარაგებს მომხმარებელთაისეთ ბაზას, როგორებიც არიან: სტუმარ-მასპინძლობის სექტორი, სამედიცინო სფერო, კომერციული ოფისები, საკრუიზო გემები და საცხოვრებელი სახლები. კომპანიის საწარმო განთავსებულია კენტში, დიდ ბრიტანეთში და აღჭურვილია მრავალფუნქციური აპარატურით, რაც საშუალებას აძლევს გამოუშვას ბრწყინვალე დიზაინის, მაღალხარისხიანი და ცეცხლგამძლე შპალერები. 2012 წელს მათი შპალერი პირველი იყო, რომელიც დაჯილდოვდა Ecopoints ქულით BR Global-ის მიერ. 

Muraspec ამაყობს ათასობით განსხვავებული შპალერის დიზაინით და უზადო ფერთა გამით. ყოველ წელს გვთავაზობს რაღაც ახალს და ამაღლევებელს. წარმოგვიდგენს ეკლექტიკური დიზაინების ფართო არჩევანს დაწყებული ტრადიციულით და კლასიკურით, დამთავრებული თანამედროვე და მოდერნის სტილით. მაგალითად, მათი აბსტრაქტული კოლექცია წარმოდგენილია ცოცხალი ფერების ფართო ვარიაციებით და გამოიყენება ბრწყინვალე ლუქების შესაქმნელად. უფრო მეტიც, Muraspec-ის Wallmotion-ის ხით შთაგონებული, ორგანული ილუსტრაციები და დეკორატიული ორნამენტები გარანტია, რომ ნებისმიერი სივრცის დიზაინი შეიძენს დახვეწილსა და ელეგანტურ სტილს. 

COLLECTION

 

 

--> //
Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0

Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/home/roomdesi/tmp) in Unknown on line 0