Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

კერამიკისა და კერამოგრანიტის ფილების მწარმოებელი ერთერთი ლიდერი ევროპული ბრენდი Italgraniti Group პირველად ბაზარზე 1975 წელს გამოჩნდა Impronta Ceramiche-ს სახელით, 1994 წლიდან კი ჩვენთვის ნაცნობი სახელწოდებით Itagraniti-ით პოზიციონირებს. კომპნია უპირობო ლიდერია კერამიკის ფილების ინდუსტრიაში, რადგანაც მისი ისტორია ინოვაციების, კვლევების და თავდადებული შრომის ერთიანობაა. საერთაშორისო ბაზარზე მათი სახელი ასოცირდება ნაწარმთან, რომელიც აკმაყოფილებს უმაღლეს ტექნიკურ სტანდარტებს და ესთეტიკურ მოთხოვნილებებს. უახლესი ტრენდების აყოლა, ყურადღება პროდუქციისა და სერვისის ხარისხისადმი, მუდმივად ახალი პროდუქტების ძიება - ეს ყველაფერი Italgraniti-ის წარმატების ფორუმლის ძირითადი ელემენტებია. იტალიური კერამიკის დიდმა კულტურამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბრენდის წინსვლას. არქიტექტორებს, დიზაინერებს, ინტერიერის დიზაინერებს და ყველას, ვინც გამოხატვის უსაზღვრო თავისუფლებას დაეძებს, ბრენდი ინოვაციური ფორმების და რელიეფური ზედაპირების ფართო არჩევანს სთავაზობს; მათ კი ვისთვისაც, ნაწარმის ტექნიკური მხარეა მთავარი, კომპანია სთავაზობს უმაღლესს სტანდარტს პროდუქტისა სავაჭრო ნიშნით "Made in Italy".

--> //