ესპანური კერამიკული ფილების ბრენდი Dune 1993 წელს დაფუძნდა მკვეთრად განსაზღვრული მისიით: შეეტანათ უნიკალურობა ორიგინალურ სივრცეებში. უნიკალურმა დიზაინმა, უმაღლესმა ხარისხმა და ინოვაციებისადმი სწრაფვამ უზრუნველყო Dune-ს აღიარება საერთაშორისო მასშტაბით. ბრენდის შთაგონების წყარო მოდა და ხელოვნებაა. კრეატივი და წარმოსახვა კი მათ ეხმარება სხვა პერსპექტივიდან შეხედონ ისეთ მასალებს, როგორებიცაა: კერამიკა, ქვა, შუშა, მეტალი...ყოველივე ამას Dune გასაოცარი დეკორატიული გადაწყვეტილებებით გარდაქმნის და წარმოგვიდგეს ექსკლუზიურ პროდუქტს არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის, რათა მათ უნიკალური პროექტების განხორციელება შეძლონ. Megalos, Emphasis და Eureka უსაზღვრო შესაძლებლობებს გვთავაზობენ: უმშვენიერესი მოზაიკა, ავანგარდული კერამიკა, გიგანტური ზომები, ელეგანტური ნიჟარები - ყველაფერი, რაც საჭიროა კერძო და საჯარო სივრცეების გასაფორმებლად და მათზე გამორჩეული ხელწერის აღსაბეჭდად. Dune-ს თავიდანვე საერთაშორისო ბაზარზე გათვლილი ხედვა ქონა. ამის გამო, მისი ნაწარმის ადაპტირება ლოკალურ მოთხოვნებზე ძალიან მარტივია.