ბრენდის ისტორია 1822 წლიდან, პატარა საწარმოს დაარსებით იწყება. მოგვიანებით მფლობელებმა შეძლეს და შეიძინეს საბეჭდი მანქანები, ხოლო 1997 წლიდან საწარმო უკვე Rash Textil ჯგუფს შეუერთდა. დასაწყისიდანვე გერმანულ Rasch Textil Group-ს ამოძრავებდა ამბიცია - შეექმნა ინოვაციური, მაღალი ხარისხის პროდუქტი. ტრანსფორმაცია კლასიკური მწარმოებლიდან სერვისზე ორიენტირებულ, მომხმარებლების სანდო პარტნიორამდე ის ქვაკუთხედია, რომელმაც განაპირობა ბრენდის წარმატება საერთშორისო ბაზარზე.
უკვე 100 წელზე მეტია, ეს კომპანია ქმნის და აწარმოებს ინოვაციურ, მაღალი ხარისხის შპალერებს. მათ შეძლეს ბრწყინვალე საერთაშორისო რეპუტაციის მოპოვება და თავი დაიმკვიდრეს, როგორც ლიდერებმა შპალერის წარმოებაში ევროპულ ბაზარზე. ამჟამად, ბრენდი ცნობილია ტრენდული, მაღალი ხარისხის და მრავალფეროვანი პროდუქციის წარმოებით.