Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

ჩვენს შოურუმში წარმოდგენილი კიდევ ერთი იტალიური ბრენდის Parato-ს არქიტექტორი, დიზაინერი და კრეატიული გონი - კრისტინა მასი, რომელსაც გამოცდილი გუნდი უმაგრებს ზურგს, იტალიისთვის დამახასიათებელ, კლასიკური დიზაინის დახვეწილობას და ელეგანტურობას მშვენივრად უხამებს პერსონალურ არტსიტულ ინოვაციას და მოდის უახლეს ტენდენციებს. კრისტინა მასის ბრენდი, რომელმაც სწრაფად მოახერხა გამხდარიყო სინონიმი იტალიაში დამზადებული უმაღლესი ხარისხის შპალერის, გამორჩეულია თავისი ფაქიზი მიდგომით პროდუქტის დიზაინისადმი და ყურადღებიანი მოპყრობით პროდუქციის თითოეული ფაზისადმი - დაწყებული ესკიზების შექმნიდან დამთავრებული კოლექციების პრეზენტაციებით.თითოეული ფაზა ფრთხილად არის დაგეგმილი და გამიზნულია ნაწარმის ესთეტიურობის ამაღლებისკენ. ავტორის მიერ ჩაფიქრებული დიზაინი, მაღალი ხარისხის პროდუქცია, კომპეტენტური და მომზადებული ხელოვანი პერსონალი იმ ელემენტთა ერთობლიობაა, რომელიც გამოსახვას ჰპოვებს კრისტინა მასის კოლექციებში - წარმოდგენილს და დაფასებულს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ძვირფასი და ელეგანტური კრისტინა მასის ქმნილებების დამახასიათებელი ნიშნებია, მისი კოლექციები კლასიკური იტალიური დიზაინის თანამედროვე და მოდერნულ ჭრილში ინტერპრეტაციაა, რომელიც იტალიური პროდუქციის დამახასიათებელი ნიშნის - რელიეფური სახის - და ძვირფასი ქსოვილისა და ინოვაციური და ელეგანტური ფერთა გამის შერწყმას წარმოადგენს. ყველა ეს ელემენტი სინთეზირებულია ბინომიში - "ტრადიცია და ინოვაცია", "სოლიდურობა და ელეგანტურობა", ელემენტები, რომლებიც მუდამ თან გასდევს კრისტინა მასის პროდუქციას. 

COLLECTION
--> //