Room Design Gallery
 
 

 

ყველაფერი ფლორენციაში 1957 წელს დაიწყო, მსოფლიოს ულამაზესი მონუმენტების ჩრდილქვეშ, იტალიური რენესანსის აკვანში, ლაურა და ვიტორიო გრიფონების დამსახურებით. 1957 წელს დაარსებული სახელოსნო დღეს მსოფლიო მნიშვნელობის წამყვანი ბრენდია ამ სექტორში. მასიმო გრიფონიმ წარმატებით შეძლო გაძღოლოდა მამის დატოვებულ საქმეს და თანამედროვე ანტრეპრენუარული მენტალობა ოსტატობის მაღალ დონესთან შეეთავსებინა. ფაქტობრივად, დღესაც როგორც გუშინ, მომხმარებელს შეუძლია აარჩიოს ტექსტილი, დეკორაციები კატალოგებიდან და თავის საჭიროებებზე მორგება მოითხოვოს, ამიტომაც, მიუხედვად ბრენდის მაღალი ორგანიზაციული კულტურისა, თავს კვლავაც უწოდებენ "ფლორენციელ ოსტატებს 1957 წლიდან". მათი ნაწარმი უმაღლესი ხარისხით, დახვეწილი დიზაინით და სინატიფით გამოირჩევა. ესაა ბრენდი, სადაც ტრადიციის და თანამედროვეობის შერწყმის შედეგად უნიკალური დიზაინის პროდუქტები იქმნება.