Room Design Gallery
 
 
 
 

 

იტალიური ავეჯის ბრენდი Turri 1925 წელს დაარსადა და ნახევარი საუკუნეც არ დასჭირდა, რომ ამ ინდუსტრიის ერთერთი ლიდერი გამხდარიყო. ბრენდის თითოეულ პროდუქტს დაარსებიდან დღემდე სამი მარტივი კონცეპტი აერთიანებთ, ესენია: ორიგინალურობა, ავთენტურობა და უნიკალურობა. ყოველი პროდუქტი უმაღლესი ხარისხის მასალითა და გასაოცარი ოსტატობითაა შესრულებული. ბრინჯაო, ბროლი და ძვირფასი ხე მუშავდება ტექნიკით, რომელიც სათავეს XIX საუკუნის დასაწყისში იღებს. წარმოების თითოეულ ეტაპზე პროდუქტს სხვადასხვა საღებავით ამუშავებენ და ბოლო ეტაპზე ზოგჯერ მოოქროვების ტექნიკასაც იყენებენ. Turri-ის მიერ წარმოებული რბილი ავეჯი ძვირფასი ხის მასალითა და ცნობილი დიზაინერების მიერ დამზადეული, ნატიფი ორნამენტებით გაფორმებული ქსოვილებისგან შედგება. ამ მასალების დამზადებას ბრენდი თავად აკონტროლებს, რომ უმაღლესი ხარისხი იქნას უზრუნველყოფილი. დღეს Turri აწარმოებს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე სტილის ავეჯს. თითოეული პროდუქტი იქმნება მაქსიმალური შედეგისთვის ფორმაში, ხარისხსა და პრესტიჟში.