Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 
 
 
 

 

Inkiostro Bianco ბრენდი, სადაც მთავარი კრეატიულობაა, ეს კრეატიულობა კი უწყვეტი კვლევის პროცესის და სხვადასხვა სტილის, მასალების და მიდგომების შედეგია. კომპანია მიზნად ისახავს კლასიკური შპალერის ინტერპრეტაციას თანამედროვე არტისტულ დეკორატიულ შპალერში. დღეს კომპანიის კოლექცია უკვე 400-ზე მეტ ვინილის ფუძეზე დამზადებულ ეკლექტიკურ გრაფიკულ დიზაინს მოიცავს. ბრენდი დაარსების დღიდან უამრავ მხატვართან თანამშრომლობს, რის შედეგადაც გასაოცარი დიზაინები იქმნება. Inkiostro Bianco საშუალებას აძლევს მომხმარებელს აირჩიონ მათთვის სასურველი დიზაინი და ბრენდი მას მაღალ რეზოლუციაში დაბეჭდავს.

--> //