25 წელზე მეტია Carl Robinson ქმნის გამორჩეული დიზაინის შპალერებს, რომლებშიც ოცნებები და ფანტაზია ჰპოვებს გამოსახვას. მამის და პაპის მხარდამხარ მუშაობამ კარლის ხელწერაზე ოჯახური მემკვიდრეობის კვალი დატოვა.
დიზაინერი ჯერ კიდევ ბავშვობაში ეზიარა ამ ხელოვნებას ინგლისის ერთერთი ცნობილი დიზაინერის - საკუთარი მამის წყალობით. ამის გამოა, რომ ბრენდის კოლექციები გამორჩეულია სინატიფით და ელეგანტურობით. ეს გამოცდილება არა მხოლოდ დახვეწილი და ულამაზესი ზედაპირების შექმნის, არამედ ხარისხის უპირობო გარანტიაცაა.
ბრენდის კოლექციებში წარმოდგენილია შპალერის არჩევანის ფართო სპექტრი. აქ შეხვდებით მეტალიზებული ტიპის შპალერს, რომლის ამრეკლავ ზედაპირსაც ანეიტრალებს დაბურული ტიპის ქაღალდი და საერთო ჯამში მოციმციმე ეფექტს ქმნის; ხელნაკეთი ტიპის შპალერი თავისი უნიკალური და განუმეორებელი დიზაინის ზედაპირებით; კორპის, აბრეშუმის მასალისგან დამზადებული შპალერები და შპალერი, რომელიც სვაროვსკის თვლებითაა გაფორმებული.