Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 
 
 

 

ენთუზიაზმით აღსავსე ანტიკვარიატის კოლექციონერი თეო ეიჩჰოლცი მუდამ უნიკალური ნივთების ძიებაში იყო. ამ ძიებაში მან მთელი მსოფლიოს ანტიკავრიატის ბაზრობები და მაღაზიები შემოიარა. აზიაში მოგზაურობის დროს იგი ჩინური კოლონიური სტილის ავეჯით აღფრთოვანდა და მისი იმპორტირება გადაწყვიტა. ასე ჩაეყარა საფუძველი Eichholtz-ის ბრენდის დაარსებას. წლების განმავლობაში ბრენდმა ბრწყინვალე რეპუტაცია მოიპოვა, როგორც მდიდრული ავეჯის, სანათების და აქსესუარების მწარმოებელმა. მათ მიერ დამზადებული პრემიუმ-კლასის ავეჯი უძველესი, შთამბეჭდავი ანტიკვარიატის თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს. ტრადიციული საგანძურის ადაპტირება თანამედროვეობის მოთხოვნებთან - ასეთია Eichholtz-ის სამუშაო. ბრენდი ამაყობს შეუდარებელი სილამაზის მქონე ნაკეთობებით, რომლებიც უმაღლეს სტანდარტებზე კიდევ უფრო მაღლა დგანან დიზაინში, ხარისხსა და გამძლეობაში. მისი ავეჯი 10 ათასზე მეტ პრესტიჟულ სასტუმროს, რესტორანს, კლუბსა და მაღაზიას ამშვენებს მსოფლიო მასშტაბით. დღეს ბრენდი მდიდრული ცხოვრების ეტალონს წარმოადგენს.

--> //