Room Design Gallery
 
 
 
 

 

ჰარმონია და გუნდურობა, რომელიც ქმნის სინერგიას.

ეს არის ორგანიზმი მტკიცე სხეულით, რომელსაც ზურგს 60 წლიანი გამოცდილება უმაგრებს და მოქნილი სულით, რომელიც საშუალებას აძლევს გრაციოზულად იმოძრაოს ტრადიციასა და ინოვაციას შორის. ისტორია ნახევარი საუკუნის წინ დაიწყო ალტამურაში, ავეჯის წარმოებით ცნობილ მურგიას გულში. სწორედ აქ დაარსა როკო ფერიმ კომპანია MaxDivani 1956 წელს, რომელმაც მალევე გაითქვა სახელი უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი დივნების დამზადებით. უმაღლესს ხარისხს ბრენდმა მიაღწია გუნდით, რომლის თითოეული წევრი უდიდესი სიფრთხილით ირჩეოდა და ირჩევა. დიზაინერები, ხის და მეტალის ხელოსნები, არქიტექტორები და ინტერიერის დეკორატორები მთელი შთაგონებით და სკულპუროზული სიზუსტით მუშაობენ უძვირფასეს მასალებზე, რომლებისგანც თქვენი სახლის მოსაწყობი ნაკეთობები იქმნება. ბრენდი არასოდეს აკეთებს კომპრომისს კომფორტის და ხარისხის ხარჯზე, ამიტომ მისი პროდუქცია მუდამ სანდოა მომხმარებლებისთვის.

"გავაუმჯობესოთ მათი ცხოვრების ხარისხი, ვინც აგვირჩია", - ასეთია ბრენდის მისია და წარმატებითაც ართმევს თავს ამ ამოცანას.