პორტუგალიური სანათების ბრენდი Serip 1961 წელს დაარსდა. ამ პერიოდში ბრენდის კონცეპტი კლასიკური სტილი და დიზაინი იყო, ხოლო პროდუქცია ძირითდად თითბრის და მინის გამოყენებით იქმნებოდა. 1980-იან წლებში ბრენდმა ბევრად გაუსწორო დროს და ჰალოგენური განათებების წარმოება წამოიწყო. 1985 წლიდან კი უკვე საერთაშორისო გამოფენებზე და ბაზარზე დაიკავა ნიშა. Serip-ის სანათების დიზაინი ინსპირირებულია ბუნებრივი, ორგანული ფორმებით. მრგვალი, სპირალური, არაპროპორცული მოხაზულობის გამო ბრენდის ნაკეთობები იწოდება როგორც 'ორგანული სანათები'. სწორედ ამაშია მისი უნიკალურობა და გამორჩეული სტილი, რაც ბრენდს განსაკუთრებულ ექსკლუზიურობას ანიჭებს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თითოეული სანათი ხელით არის შესრულებული ადგილზე გამოცდილი ოსტატების მიერ. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თავისი გემოვნების შესაბამისად გააკეთოს არჩევანი მინის 50 და მეტალის 10 ფერს შორის და თავის გემოვნებაზე მაქსიმალრად მორგებული დიზაინის სანათი დაამზადებინოს.