ჩვენი ოფიციალური პარტნიორი - ფრანგული ბრენდი Casamance შეიქმნა იდეით ეწარმოებინა ელეგანტური, ტექნოლოგიურად სრულყოფილი შპალერების და საფარდე ქსოვილების კოლექციები. ბრენდის კოლექციები იმდენად ელეგანტურია, რომ მშვენივრად უძლებს დროის მსვლელობას და თითქმის არასდროს გადადის მოდიდან. ეს იმის დამსახურებაცაა, რომ კომპანიამ თავის წარმოებაში წარმატებით შეძლო გაეერთიანებინა საუკუნეობით გამოცდილი ტრადიციული მეთოდები თანამედროვე ტექნოლოგიებთან, მაგალითად, როგორიცაა დიგიტალური ბეჭდვა.
Casamance-ის შოურუმები გახსნილია პარიზში, ბრიუსელსა და ლონდონში. დახვეწილი სისადავე და თანამედროვე ელეგანტურობა ამ ბრენდის ხელწერას წარმოადგენს. კომპანიის გუნდის შემადგენლობაში გამოცდილი კოლორისტები და სტილისტები შედიან, ბევრი მათგანი დაარსების დღიდან მოყვება ბრენდს. ამ ექსპერტთა დამსახურებით იქმნება გრაფიკის და ფერთა ის სრულყოფილი ჰარმონია, რომელიც მომხმარებელში ფუფუნების და ესთეტიზმის განცდას იწვევს. Casamance-მ წარმატებით შეძლო დაენერგა ექსტენსიური ნოუ-ჰაუ წარმოების სხვადასხვა დარგში, იქნებოდა ეს მასალები, ტექსტურა, თუ ნოვატორული იდეების განხორციელება. სწორედ ამიტომ, მისი ნაწარმი უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა და ფრანგული ელეგანტურობით ამკობს სივრცეებს.