Room Design Gallery

 

ინსპირაცია თანამედროვე დიზაინისთვის - ვილა ინდონეზიიდან

 

სიახლეები

ეს დამატყვევებელი და ინსპირაციული თანამედროვე დიზაინი სავსეა ხელოვნებით და დიზაინერული კონცეპტებით. პროექტში თანამედროვე ტენდენციები სრულყოფილადაა შერწყმული მომხმარებლის ინდივიდუალურ სტილთან. დიზაინერმა მიზნად დაისახა დაერღვია სტანდარტები არტისტული მიდგომით, ფუნქციური გამოყენებით და სივრცის მაქსიმალიზაციით. მომხმარებლის სტილი შიკია და იხრება მიმდინარე მოდური ტრენდებისკენ.

სიახლეები

საცხოვრებელი ოთახი ჰარმონიულად უერთდება სასადილო და სამზარეულო არეას. ფერადი ავეჯის კომბინცია ყოველი კუთხის განუყრელი ნაწილია.

სიახლეები

საცხოვრებელი ოთახის გვირგვინს ჟურნალების მაგიდა წარმოადგენს ოქროსფერი ზედაპირით. ხელოვნების ნიმუშების ჩართვა სივრცეს მომაჯადოვებელ და უნიკალურ ლუქს ანიჭებს, სივრცე სრულდება გარეთ გამავალი მინის კარით, სადაც წარმოდგენილია ვერტიკალური ბაღი.

სიახლეები

სამზარეულოსა და ბარის განყოფილებაში გამოფენილია დიზაინერული კონცეპტები როგორიცაა ხის სასადილო მაგიდა და ოქროსფერი ელემენტები.

სიახლეები