Room Design Gallery

 

უახლესი ტრენდები ავეჯის დიზაინში

 

სიახლეები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როდესაც საქმე ეხება სრულყოფილი სახლის მოწყობას, ყველა დიზაინერმა და მოყვარულმა იცის, რომ ავეჯს შეუძლია ყველაფერი ჰარმონიაში მოიყვანოს ან პირიქით სრულიად დაანგრიოს სივრცე. იმისთვის, რომ დაგეხმაროთ სწორი და ტრენდული ავეჯის შერჩევაში, გთავაზობთ რეკომენდაციებს ინდუსტრიის ტოპ დიზაინერებისა და ინფლუენსერებისგან. დაწყებული მეწამული ფერის გადასაკრავით დამთავრებული უნიკალურ, ხელნაკეთ ნივთებამდე - ესაა ავეჯის დიზაინის ტოპ ტრენდები, რომლებიც თქვენი ყურადღების რადარზე უნდა მოაქციოთ.

1. ოქსიდირებული მუხა
გარეთ სიძველეშეპარული, შიგნით კი ოქსიდირებული მუხა. უკანასკნელ წლებში პოპულარული გახდა შავი ფერის მუხის ავეჯი. ასეთი ტიპის ავეჯი კომფორტისა და სიმყუდროვის შეგრძნებას ქმნის. 

სიახლეები

 

2. მდიდრული საწოლის თავები
"სასიამოვნო სიზმრებს გისურვებთ" - საწოლის თავზე ძვირფასი ხავერდის ქსოვილის გადაკვრა დახვეწილ ტონებს მატებს ნებისმიერი ტიპის საძინებლის დიზაინს, თუნდაც ის ძალიან მარტივი და სადა იყოს. 

სიახლეები

 

3. მულტიფუნქციური ავეჯი
ცხოვრების რიტმი სწრაფი და ქაოტურია დღეს. ჩვენ უფროდაუფრო ხშირად გვესმის, რომ მომხმარებელს ინტერიერის გამარტივება სურთ. ამიტომ, გვჯერა, რომ მომავალ წლებში უფრო მეტ მულტიფუნქციურ ავეჯს ვიხილავთ. როგორიც ეს სკამი და პატარა მაგიდაა ერთად. 

სიახლეები
 

4. ხელნაკეთი აუთენტურობა
დაბრუნება ხელნაკეთი აუთენტურობისადმი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ავეჯს და დეკორატიული ნივთებს ეხება. ხალხი თანდათან უარს ამბობს მასობრივი წარმოების პროდუქტზე.

სიახლეები


5. მეწამული ტონები
მეწამული ახალი ტრენდია. ის კარგად ერწყმის ნაცრისფერ და ნატურალურ ტონებს და დამამშვიდებელ ფერთა პალიტრას ქმნის. ასევე, კარგად მიდის ისეთ ფერებთან როგორიცაა ტყის მწვანე და ციტრინისფერი და მათ დომინირების საშუალებას აძლევს. 

სიახლეები


6. მყუდრო საწოლები
საწოლების დიზაინი სულ უფროდაუფრო მეტი სიმყუდროვისკენ მიდის. გარშემო იმდენი რაღაც ხდება, ჩვენ კი გვსურს თავს დაცულად და უსაფრთხოდ ვგრძნობდეთ ძილის და დასვენების დროს. რბილი გადასაკრავი ქსოვილით შემოსილი საწოლის თავი და ბოლო ასეთი სიმყუდროვის და დაცულობის განცდას ქმნის. 

სიახლეები


7. გეომეტრიული ფორმები
დიზაინი წალეკა გეომეტრიულმა ფორმებმა. თანდათან ვშორდებით სწორხაზოვან ფიგურებს და უფრო ფართომასშტაბებიან, ასიმეტრიულ ფორმებისკენ მივდივართ. სრულყოფილი არასრულყოფილება. 

სიახლეები


8. ბუნებრივი მასალები
ბუნებრივი მასალები და მათი ტექსტურა კვლავ განაგრძობს ჩვენს მოხიბვლას. ნატურალურ ქვებს სრულიად მოულოდნელ ადგილას წააწყდებით, ეს ქვები კარგად ერწყმიან ლაქშერი მასალებს და სასიამოვნოს პრაქტიკულ მხარესაც უთავსებენ. 

სიახლეები

9. მრგვალი ფორმები
1970-იანი წლებით ინსპირირებული მრგავლი ფორმების ავეჯის ტრენდი კვლავ განაგრძობს აღმასვლას. მომრგვალებული საზურგის მქონე სკამები ძალზე სტილური ხრიკია თქვენს ინტერიერში მრგვალი ფორმების ტრენდის შეტანისთვის.

სიახლეები


10. მეტალის ინოვაციური გამოყენება 
მეტალის ნაკეთობების გამოყენება კიდევ უფრო საინტერესო სახეს მიიღებს და უფრო პოპულარული იქნება, ვიდრე აქამდე ოდესმე. მათი დიზაინი ქანდაკებების ფორმას მიიღებს, რადგან დღეს არსებული ტრენდების მიხედვით, ვცდილობთ ხელოვნებას ფუნქციონალურობა შევძინოთ.

სიახლეები


11. მცირე დეტალები
გადასაკრავი ქსოვილების მცირე დეტალებს დიდი გავლენა აქვთ დიზაინზე. კონტრასტული ნაკერები და ნაქარგები უნიკალურ, ინდივიდუალური სტილის შეგრძნებას ქმნის. 

სიახლეები


12. ბუნებრივი ქვები თანამედროვე დიზაინით
კალაკატა მარმარილოს სასადილო მაგიდა დიზაინში სინთეზირებული მსუბუქ სკამთან, რომ მკვეთრი აქცენტი გაკეთდეს წონის კონტრასტზე. არჩევანი შეაჩერეთ ვიტაჟური ტიპის მსუბუქ დაწნულ სკამზე და მიიღებთ კომბინაციას, რომელიც ქმნის ელეგანტურ, მაგრამ ასევე ქეჟუალ სტილს. 

სიახლეები

 

13. არტ დეკო
მოლოდინის თანახმად, არტ დეკოს გავლენა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება შემდეგ წლებში. ამ სტილით ინსპირირებულია როგორც ტექსტილის, ისე ავეჯის დიზაინიც. ფერების პერქპექტივას რაც შეეხება, ვარდისფერი კვლავაც განგრძობს დომინირებას ავეჯის დიზაინში. ამ მოცემულობის მიხედვით, ველით ისეთი ფერების პოპულარობასაც, რომლებიც კარგად მუშაობს მეწამულ ტონებთან. ესენია: ზეთისხილისფერი მწვანე, შინდისფერი, მუქი ლურჯის ფერები. 

სიახლეები


14. ანტიკვარიატი
ანტიკვარული ნივთებისადმი სწრაფვის ტალღამ ყოველმოიცვა ინტერიერის დიზაინი. ხალხს სურს, რომ მათ სახლებს ქონდეთ სული, ინდივიდუალურობა და მოგვითხრონ რაღაც ამბავი. 

სიახლეები