Room Design Gallery
 
 
 
 

 

Brucs შეიქმნა 1991 წელს ერთი ძირითადი კონცეფციით - შეექმნა დეკორაცია როგორც უნიკალური გზა ემოციების გამოსახატავად. ამიტომაც ყოველი მათი ნამუშევარი მიზნად ისახავს შექმნას განწყობა უნიკალური და ექსკლუზიური გარემოს კომპოზიციებისგან. თითოეული კოლექციის ანალიზის შედეგად, ბრენდმა განავითარა უბრალო, მაგრამ ორიგინალური კონცეპტი - ხელნაკეთი, ტრადიციული სტილის აღორძინება ადაპტირებული თანამედროვე მოთხოვნებთან. იყენებს რა მუდამ ნედლ მასალებს, ძირითადად რკინას და ხეს, აღწევს ისეთ უმაღლეს ხარისხს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ყოველთვის დიდებულად გამოიყურება. ამგვარად, ბრენდის კოლექციები არის ნონკონფორმისტული, მაგრამ ელეგანტური; ტრადიციული და ამავდროულად მოდერნული; კლასიკური და თანამედროვეც; გარდა სილამაზისა, გამოირჩევიან ფუნქციურობით და კომფორტით. ბრუკსის დახმარებით ჩვეულებრივი გარემო გარდაიქმნება ექსკლუზიურ და უნიკალურ სივრცედ, რომელიც აღვიძებს წარსულის მოგონებებს და გვახსენებს მას, რაც მივიწყებულია. სუფთა ხაზები, სადა ავეჯი, ნათელი სივრცეები, ნატურალური თბილი ფერები და მყარი მასალები - ამ ყველაფრის კომბინაციით ბრუკსი ახერხებს მოერგოს თანამედროვეობის მოთხოვნებს.