Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 
 

 

 

2007 წლიდან Marchi Group-ის გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც უკვე ლიდერი გახლდათ სამზარეულოების წარმოების სექტორში, დაარსდა Dialma Brown - ახალგაზრდა, დინამიური კომპანია მრავალრიცხოვანი გაყიდვებით და აუთლეტებით იტალიასა და მსოფლიოს სხვა წამყვან ქვეყნებში. ეკლექტური და ტრანსვერსიული Dialma Brown წარმატებით ახერხებს ერთმანეთს შეუთავსოს უახლესი ტრენდები და ტრადიციული კლასიკური ელემენტები. ბრენდი პროვანსული, ინდუსტრიული და ვინტაჟური სტილების აღრევით ქმნის სცენოგრაფიულ, ემოციებით სავსე ინტერიერებს. კომპოზიციური მრავალფეროვნება გამოხატულია ყოველ კომპონენტში, რომლებიც ადგილზე, იტალიაში მზადდება და აღბეჭდილია სავაჭრო ნიშნით "Made in Italy", რამაც განაპირობა ბრენდის აღიარება მსოფლიო მასშტაბით და რაც იდეალურად ერგება ნებისმიერ არქიტექტურულ კონტექსტს. დღეს Dialma Brown, წარმოდგენილი სექტორის წამყვან მაღაზიებში, ფართო საზოგადოებას უკვე ავეჯის და ინტერიერის მოსაწყობი მასალების ტოპ გამოფენებზე ხიბლავს.

მზად ხართ, რომ ეწვიოთ Dialma Brown-ის სამყაროს?

--> //