Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 
 
 

 

Gruppo Treesse იტალიაში დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ დაარსდა და დროთა განმავლობაში წამყვანი ადგილი მოიპოვა აბაზანების, საშხაპე კაბინებისა და პატარა აუზების წარმოებაში. მიუხედავად განვითარებისა და კომპანიის მართვაში შეტანილი ცვლილებებისა, ბრენდი მუდმივად რჩება 2 პრინციპის ერთგეული: ერთია - თავიდან ბოლომდე იტალიური წარმოება და მეორე - ოჯახის მიერ მართული ბიზნესი. კომპანია წარმოებაში იყენებს თითქმის ყველა სახის მასალას - მინა, მეტალი, ხე, მაგრამ წამყვან ადგილს ხე იკავებს. ზოგიერთი კოლექცია მთლინად ხის პანელებშია ჩამჯდარი. იმისთვის, რომ მოერგოს შიდა და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს, Gruppo Treesse აწარმოებს ძალზე მრავალფეროვანი სახის პროდუქციას, დაწყებული კლასიკურიდან დამთავრებული თანამედროვე მილენიუმის სტილით. გარდა ამისა, კომპანია ითვალისწინებს მომხმარებელთა გემოვნებას და თითოეული პროდუქტის დასრულება შესაძლებელია ხელით სასურველ ფერსა და დეკორაციებში გამოცდილი იტალიელი ოსტატებისა და ხელოვანების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია რომის ახლოს მდებარეობს და ძალიან ამაყობს იტალიური ფესვებით, მისი პროდუქტები შესაბამისობაში არიან თანამედროვე საერთშორისო ბაზრის მოთხოვნებთანაც.

--> //