Room Design Gallery
 
 
 

 

Dooq პორტუგალიური კომპანიაა, რომლის ნაკეთობებიც გამორჩეულია ელეგანტურობით და გრაციოზულობით და ამავე დროს, უნიკალური და ორიგინალური ფორმებით. ბრენდი ორიენტირებულია ხელოვნების და დიზაინის მუდმივ კვლევაზე და ამ კვლევების შედეგებს წარმატებით ნერგავს წარმოებაში. აქ ერთმანეთს უპირისპირდება ფემინური და მასკულინარული, რბილი და მყარი, პატარა და დიდი; წარსული ხვდება აწმყოს დ შედეგად ინოვაციური დიზაინები იბადება. ნაზი და მსხვრევადი მასალები, როგორიცაა ხავერდი, მაქმანი, ჩალა და მინა კომბინირებულნი არიან მყარ მასალებთან - სპილენძი, მარმარილო, თითბერი და ხე. ამგვარად მიიღწევა ის დუალიზმი, რომელიც Dooq სტუდიას სხვა დანარჩენი ბრენდებისგან გამოარჩევს.