Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

Wallpaper

­
­
­

შპალერი

 

 

 

 

 

Wallpaper

­
­
­

შპალერი

 

 

 

 

 

Wallpaper

­
­
­

შპალერი

 

 

 

 

 

 

შ პ ა ლ ე რ ი
 

 

ფერების გემოვნებიანი გამა, ტონალობების დახვეწილი ნოტები, ინტერიერის ატმოსფეროს აბსოლუტური შეგრძნება, დადებითი ემოციები, ელეგანტურობა, ხელოვნების ნიმუშების დონემდე აყვანილი კედლის საფარი - ეს ყველაფერი იმ 500 000 სახეობის შპალერშია აკუმულირებული, რომელსაც „გალერეა რუმ დიზაინი“ გთავაზობთ. 15 წელია ვახორციელებთ  ჰოლანდიური, ბელგიური, გერმანული, ფრანგული, იტალიური შპალერის იმპორტს ადგილობრივ ბაზარზე. ვართ ამ სფეროს ლიდერები და გთავაზობთ მხოლოდ საუკეთესო, მაღალხარისხიან, ეკოლოგიურად სუფთა და ყველა ტიპის ინტერიერზე მორგებულ პროდუქციას. ჩვენს კოლექციებშია: მეტალიზებული, ვინილის, ტექსტილის, გობელინის შპალერი, დეკორი და დეკორატიული შპალერი. 15 წელია „გალერეა რუმ დიზაინი“ სანდო პარტნიორია მსხვილი სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების, კერძო კომპანიებისა და მსხვილი ობიექტების. ჩვენს პორტფოლიოშია წარმატებით განხორციელებული პროექტები თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში. ჩვენს მიერ იმპორტირებული შპალერითაა კეთილმოწყობილი პრეზიდენტის სასახლე, თბილისის საკრებულო, იუსტიციის სახლი განათლების სამინისტრო, კერძო ბინები და აგარაკები. ჩვენ ვქმნით სასიამოვნო განწყობასა და ემოციას თქვენს ინტერიერში, რადგან საუკეთესოდ ვფლობთ ფერების ფილოსოფიას. ყოველთვის ყურადღებით ვსწავლობთ თქვენს სურვილებსა და ცხოვრების წესს, რათა შპალერის შეცვლა იყოს ბევრად სასიამოვნო და მნიშვნელოვანი, ვიდრე უბრალოდ რემონტია. ეწვიეთ „გალერეა რუმ დიზაინის“ კონცეპტუალურ შოურუმს, სადაც წარმოდგენილია 50 000-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა სახეობის - ქაღალდის, ვინილის, ფლიზელინის, გობელენის, აბრეშუმის, ხელნაკეთი და მეტალიზირებული შპალერი მხოლოდ წამყვანი ევროპული ქვეყნებიდან: იტალია, გერმანია, ჰოლანდია, ბელგია. მუდმივად განახლებადი კოლექციები, რომლებსაც ვარჩევთ მსოფლიოს წამყვანი გამოფენებიდან. 

 

--> //