Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 
 
 
 
 

 

Patrizia Garganti - სანათების იტალიური ბრენდის ისტორია 40 წლის წინ ფლორენციაში დაიწყო. 1976 წელს კომპანიას ცნობილი დიზაინერი პატრიცია გარგანტი შეუერთდა. განსაკუთრებული დახვეწილობა და უნიკალური დიზაინი ბრენდის ნაკეთობებმა სწორედ პატრიცია გარგანტის წყალობით შეიძინა. სილამაზემ და მაღალმა ხარისხმა კი განაპირობა მისი პოპულარულობა მსოფლიო მასშტაბით და დღეს ყველაზე ლაქშერი და ექსკლუზიური მაღაზიებსა და შოურუმებშია წარმოდგენილი. ნაკეთობებისთვის განკუთვნილი ბროლის კრისტალები, თითბერი, აბრეშუმი, მინა და სხვა ძვირფასი მასალები დიდი სიფრთხილით ირჩევა და მუშავდება გამოცდილი იტალიელი ოსტატების მიერ. აღსანიშნავია, რომ დაარსებიდან დღემდე ბრენდის პროდუქცია ადგილზე ტოსკანაში მზადდება და ხელითაა შესრულებული, რაც გარანტია მათი უმაღლესი ხარისხისა.

--> //