Room Design Gallery
 
 
 
 
 
 
 

 

 

Ditre Italia - ესაა ბრენდი, რომლის თითოეული პროდუქტიც ნახევარსაუკუნოვან ისტორიას მოგვითხრობს. კომპანია 1976 წელს იტალიაში, სან მარტინოში დაარსდა. მომხმარებელთა მხრიდან პროდუქტის მოთხოვნის ზრდასთან ერთად, კომპანიაც განაგრძობდა ზრდას და ბოლოს მნიშვნელოვან წარმოებად ჩამოყალიბდა. გარდა ბიზნეს ხედვისა, Ditre Italia წლიდან წლამდე ამტკიცებს, თუ რა დიდ ყურადღებას ანიჭებს პროდუქციის თითოეულ დეტალს და მანუალურ ოსტატობას, რომელიც მის კოლექციებს სხვებისგან გამოარჩევს. Ditre Italia მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა. ისინი უსმენენ, მომხმარებელს, იზიარებენ მათ გამოცდილებას და შემდეგ შესაბამის ექსპერიმენტებს ატარებენ.