2007 წელს დაარსებულმა ბრენდმა Lasvit ახალი სუნთქვა შთაბერა ბოჰემიური შუშის წარმოების ტრადიციას და ახალ ათასწლეულში თანამედროვე სახით წარადგინა. ბრენდის ნაკეთობები ინოვაციური ტექნოლოგიების და კერატიული ოსტატობის უმაღლესი მწვერვალია. Lasvit-მა სულ რამდენიმე წელში მოახერხა გამხდარიყო ავტორიტეტი მინის ხელნაკეთი სანათი სკულპტურების და არტ-ინსტალაციების ინდუსტრიაში. თანამშრომლობა ცნობილ არტისტებთან და დიზაინერებთან განაპირობებს უნიკალური მინის კოლექციების შექმნას. 'გარდავქმნათ მინა სუნთვისშემკვრელი სილამაზის და ორიგინალური დიზაინის სანათებში' - ასეთია Lasvit-ის უკომპრომისო მანიფესტი.
COLLECTION