Room Design Gallery
 
 
 
 
 
 

 

 

იტალიური კომპანია DV Home სპეციალიზებულია ესთეტიურად სრულყოფილი და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაში. პროდუქციის დასამზადებლად გამოიყენება ბოლო თაობის ტექნიკა და უმაღლესი ხარისხის მხოლოდ ნატურალური მასალა (ხე, ქსოვილები, მინა, და სხვ.), მაგრამ ასეთი გამძლე ნაკეთობების შექმნის მთავარი მიზეზი მაინც კომპანიის პერსონალის ოსტატობა და პროფესიონალიზმია. თითოეული ნაკეთობა გამორჩეულია გამძლეობით, პრაქტიკულობით და უნიკალური დიზაინით. ყოველივე ეს განაპირობებს ბრენდის პოპულარობას მსოფლიოს მასშტაბით და პოზიტიურ გამოხმაურებებს ინტერიერის დიზაინის ექსპერტებისგან. ოსტატები, რომლებიც DV Home-ის პროდუქციაზე მუშაობენ, დიდ სიფრთხილით ეკიდებიან თითოეული დეტალის დამუშავებას, რაც უზრუნველყოფს მის კომფორტულობას, ჰარმონიულობასა და რა თქმა უნდა, ესთეტიურ მიმზიდველობას. მათი ნაკეთობების დიზაინი ძალზე თანამედროვე, მოდური და ამავე დროს კომფორტულობით გამორჩეულია. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს თავისი გემოვნებით შეუძლია აირჩიოს, თუ რა მასალისა და ფერის ავეჯი სურს დაუმზადოს კომპანიამ.