Room Design Gallery
ფასდაკლება
 

ს ა მ ზ ა რ ე უ ლ ო
 

 

გალერეა რუმ დიზაინის ერთერთი გამორჩეული და დელიკატური მიმართულებაა სამზარეულოს ავეჯი, რომელიც იქმნება მხოლოდ საუკეთესო ხარისხის მასალისგან, იქნება ეს უკვე მზა თუ დამკვეთის გემოვნების მიხედვით დამზადებული (custom-made) პროდუქტი მაქსიმალურად საკონკურენციო ფასებში მხოლოდ ევროპის ქვეყნებიდან - საფრანგეთი, იტალია, გერმანია. ჩვენთან წარმოდგენილი ბრენდების პროდუქცია შექმნილია ისეთი მასალისგან როგორიცაა მასიური ხე, მარმარილო, ბუნებრივი ქვა, თითბერი, ფოლადი, კერამოგრანიტი, რკინა და შუშა. ასეთი მასალების გამოყენება კი უზურნველყოფს სამზარეულოს ავეჯის განსაკუთრებულ გამძლეობას და უმაღლესი ხარისხის გარანტიას იძლევა. ხარისხის წინაპირობაა ისიც, რომ ჩვენი ოფიციალური პარტნიორი კომპანიების უმრავლესობას ზურგს 100 წლიანი გამოცდილება უმაგრებს და წამყვან ბრენდებს წარმოადგენენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იტალიის, საფრანგეთის და გერმანიის სხვადასხვა რეგიონებიდან. მათი ნაკეთოებები წარმოდგენილია თითქმის ყველა კონტინენტის ექსკლუზიურ სასტუმროებში, ბანკებში, ბრენდულ მაღაზიებში, პრესტიჟულ ბინებსა და იახტებზე. უახლესი ტექნოლოგიური პროცესების ცოდნისა და ექსპერტთა გუნდის წყალობით ჩვენი პარტნიორი ბრენდებისთვის განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს მარმარილოსა და სხვა მასალების დამუშავება, რათა დამკვეთის გემოვნების მიხედვით შესაბამისი პროდუქტი შექმნან. განსაკუთრებული სიფრთხილითა და სიფაქიზით მუშავდება თითოეული დეტალი, რომ ნაკეთობის ესთეტიკური მხარე სრულ თანხვედრაში იყოს მის ხარისხთან. დამკვეთის მხრიდან სპეციფიური მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, ხდება ჩვენი დიზაინერების ადგილზე ვიზიტი, სიტუაციური ანალიზი და გეგმარება, რაც მოიცავს ზომების აღებას, შესაბამისი მასალების შერჩევასა და ვიზუალიზაციას. ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენი ცხოვრების წესსა და მოთხოვნებს, ამიტომ შთგონებული ვართ სურვილით, შემოგთავაზოთ სამზარეულოს ავეჯის სფეროში არსებული უახლესი კოლექციები, გაგიწიოთ დიზაინერული რეკომენდაცია და დაგეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

 

--> //
Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0

Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/home/roomdesi/tmp) in Unknown on line 0