Room Design Gallery
 
 
 
 
 
 

 

იტალიური სტილით შთაგონებული Artem Home-ის კოლექციები დახვეწილი, ნატიფი დიზაინით გამოირჩევა. მისი შექმნისას დიზაინერებმა დღევანდელი მოდის ინდუსტრიის ყველაზე პოპულარული ტრენდები გაითვალისწინეს და მიიღეს მოდელები, რომლებიც იდეალურად ერწყმიან ბინის ინტერიერს და მეტად კომფორტულ, მყუდრო გარემოს გვთავაზობენ. კოლექციების დათვალიერებისთანავე ცხადი ხდება, რომ ბრენდის ამომავალი წერტილი მომხმარებელი და მისი საჭიროებებია; Artem Home-ის მიერ შექმნილი მოდელები განკუთვნილია კომფორტისა და რელაქსაციისთვის, რათა დღევანდელი დაჩქარებული ტემპის პირობებში მისმა მომხმარებელმა მაქსიმალურად მყუდროდ და უზრუნველად იგრძნოს თავი. ბრენდისთვის დამახასიეთებელი ლაქშერი სტილი ტრადიციული ოსტატობის და კრეატიული იდეების შერწყმის შედეგს წარმოადგენს. კოლექციების ხარისხს კი განაპირობებს ისეთი ძვირფასი მასალების გამოყენება როგორიცაა მასიური ხე და ლითონი, გადასაკრავი ქსოვილებიდან კი ხავერდი, ატლასი და აბრეშუმი.