Room Design Gallery
 
 
 
 
 

 

Nobilis ფრანგული ბრენდი, რომელიც დახვეწილი დიზაინებით გამოირჩევა, 1928 წელს დაარსდა. დამფუძნებელმა თავიდანვე ცნობილი ხელოვანები შემოკირიბა გარშემო, მათ შორის სიუზან ფონტანი - რომანტიკული სტილით განთქმული დიზაინერი. ასე დაიბადა Nobilis ბრენდი, რომელმაც ტრადიციული წარმოება და უმაღლესი ხარისხის მასალები, კოლორისტიკა და თანამედროვე დიზაინი ერთი სახელის ქვეშ გააერთიანა. ყოველივე ამან კი მალევე მოუხვეჭა ბრენდს ბრწყინვალე რეპუტაცია მთელი საერთაშორისო ბაზარზე. 1980 წლიდან Nobilis-ის მაღაზიები უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით იხსნება - ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნებში და დღეს უკვე მსოფლიოს 30 ქვეყანაშია წარმოდგენილი.